ინდირა ჯგერნაია “ბახალას” დაკავებაზე: ​ჩაუდეს თორე კი არ მოიხმარდა

3412
SHARE

მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში ნარკომომხმარებლების და რეალიზატორების მისამართით სტატუსს აქვეყნებს. მომღერლის სტატუსი, სავარაუდოდ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დაკავებას ეხება, რომელიც საზოგადოების აზრით უდანაშაულოა და მას “წამალი ჩაუდეს”.
„მეზიზღებით ყველა, ვისაც ნარკოტიკთან შეხება გაქვთ, “ბარიგაც” და მომხმარებელიც ერთნი ხართ ჩემთვის, ვისაც ეგ ცხოვრება მოგწონთ კიდე, არ მოგცილდეთ ეგეთები ირგვლივ.
ვაი თქვენს პატრონს, რო ცხოვრებაში უფრო საკაიფო და მაგარი ვერა დაინახეთ რა! იმას ჩაუდეს არ ითანამშრომლა, ჩაუდეს, თორე კი არ მოიხმარდა, კარგით რაა, ხალხო, ყოველი მეორე გაშტერებული და დადებილებული დადის ქუჩაში, ეს გინდოდათ და მიიღეთ, დატკბით რო აღარ გაჩნდება ჯანსაღი სიცოცხლეები, სულ მალე საქართველოს რო საკაცეთი აღარ ეყოლება და ნელ-ნელა რო გადავშენდებით“.- წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი