ინდირა ჯგერენაია დედა ხდება – მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის, ვინც მეტყვის, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილს

273
SHARE

მომღერალი ინდირა ჯგერენაია დედა ხდება. ამის შესახებ ცნობილი მისი პოსტიდან გახდა, სადაც იგი არასასიამოვნო ჭორების გამო საზოგადოებას აკრიტიკებს.
„არასასიამოვნო ჭორებით ყველა თქვენს თავს აყენებთ შეურაწყოფას კაციც და ქალიც. ფეხმძიმე გოგოს თუ გამამწარებთ და ნერვებს მომიშლით, დამპალი, გათახსირებული ენების გამო, სად გეწერებათ ეგ სიკეთეში თუ ბოროტებაში? არ მეშინია, ავიტან! მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის, ვინც დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილს. წადით ბატონო და იკეთეთ აბორტები, შემეშვით მე, თქვენ ხომ არ აჩენთ და თქვენი საზრუნავი ხომ არაა, ვინ რა მოგთხოვათ. თავი დამანებეთ და ღმერთის გეშინოდეთ!“ – წერს ინდირა ჯგერენია საკუთარი ფეისბუქის საკუთარ კედელზე.

FB კომენტარები

კომენტარი