ინგა გრიგოლია: როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს “შედი ქალო კუხნაში”

222
SHARE

როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს “შედი ქალო კუხნაში” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილი შესაძლოა, კარგ ხაჭაპურებს აცხობდეს.
“სამსახურებრივ საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე? როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს ,,შედი ქალო კუხნაში,,, თემა?! მინისტრის კრიტიკა რომ ხაჭაპურებზე გადის, აი, აქტიური ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება მიჯანყებს სისხლს ამ ქვეყანაში”, – წერს გრიგოლია სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი