იმღერებს თუ არა ნანი ბრეგვაძე მოსკოვში – რას აცხადებს ეკა მამალაძე

194
SHARE

არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებისა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ნანი ბრეგვაძემ, შესაძლოა, რუსეთში კონცერტი აღარ გამართოს.
„არ ვიცით, ვერაფერს გპასუხობთ, რა ვქნათ, ჩვენ თვითონაც ვფიქრობთ“, -განაცხადა ეკა მამალაძემ „იბერიასთან“ საუბარში, თუმცა არ გამორიცხა, რომ კონცერტი, შესაძლოა, გადაიდოს.
თავად ნანი ბრეგვაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ცნობისთვის, ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი 28 მარტს, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლშია“ დაგეგმილი.

Comments

comments