“იმედია, ოდესმე ყველას გვექნება მზის პანელები” – სოფიო ხორგუანი თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

48
SHARE

უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი გუშინ, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. მან “ფეისბუქსტატუსში” საზოგადოების უპასუხისმგებლო წევრებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თავიანთი დაუფიქრებელი ნაბიჯით სხვას საფრთხეს უქმნიან.
ის იმედოვნებს, რომ ოდესმე ყველას ექნება მზის პანელები დამონტაჟებული სახლის სახურავზე.
“საიდან დაიწყო ეს ტრაგედია, ასეთი სავოკური გამოთქმაა “ი ტაკ საიდიოტ”, ამით იწყება ყველაფერი. როცა რომელიღაც ჩვენგანმა ნაგავი ფარდაგის ქვეშ შემალა. სახელმწიფო რომ მხოლოდ მეწველი ძროხაა და ისიც სხვისი, ეს ძველია, მაგრამ ჩვენი სახლი რომ ჩვენია, ამისაც არ გვჯერა. რეგულაციები არსებობს, მაგრამ არ მუშაობს. გულგრილობასა და პასუხისმგებლობაზე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლს ვიპოვით. მაგრამ ეს რწმენა, მე არ შემეხება, მტკიცეა, იმიტომ გვყავს ამდენი თაღლითი, იოლად ვიჯერებთ, თაღლითური პირამიდა არ შეგვეხება, მე არ ვიქნები ბოლო.
ჩემს თავზე ვიტყვი, როგორც ამ ერთი ანონიმური უპასუხისმგებლო საზოგადოების წევრზე, თქვენც გექნებათ თქვენი მოსაყოლი ისტორია. მეზობელმა ბოლო სართულზე საერთო გამწოვი მილი გადაიტანა, მისმა “პრარაბმა” თუ არქიტექტორმა თუ დიზაინერმა უთხრა, არაა პრობლემაო. ჰოდა, ბევრი ვიფიქრე და დამეზარა სასამართლოში წასვლა, ვარჩიე, გამწოვი მუდმივად ჩართული მქონდეს, ის სივრცე დაგმანული და ვიხადო მეტი ფული. ჩემი პირადი პრობლემა ასე მოვაგვარე, უსინდისოდ უპასუხისმგებლოდ.
p.s. გაზი არ შემოვიყვანე, მიუხედავად ჩემი “პრარაბის” დაჟინებული თხოვნისა. იმედი მაქვს, ოდესმე ყველა სახლის სახურავზე გვექნება მზის პანელები.
p.p.s. რემონტის ტანჯვაზე არ მოვყვები, ეს მითი ან მატრაკვეცობა არ არის, მართლა ჯოჯოხეთია”,- წერს სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 7 ადამიანი კი დაშავდა.

FB კომენტარები

კომენტარი