“იმას მოხვდა გულზე, ვისაც სიმღერა არ შეუძლია“, – რას ნიშნავს?” – დაპირისპირება წურწუმია – ფარესაშვილს შორის

396
SHARE

ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში მომღერლებს ქეთი ფარესაშვილსა და ლელა წურწუმიას შორის ცხარე დებატები გაიმართა.

ქეთი ფარესაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მერიის მიერ საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტში ვერ მოხვედრა იმ მომღერლებს “მოხვდათ გულზე“, რომლებიც ცოცხლად ვერ მღერიან.

ფარესაშვილმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ფონოგრამაზე სიმღერა სირცხვილია.

“რომ დგახარ და ფონოგრამაზე მღერით, სხვა არის, ცოცხალი ბენდით სიმღერა აბსოლუტურად სხვაა. პირის გაღება კიდევ მეორე თემაა. 21-ე საუკუნეში ევროპელობა რომ გვინდა და მხოლოდ მამათმავლობაზე გვაქვს აქცენტი – ევროპელობა აქედან უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ცოცხლად, ბენდებთან დავიწყოთ მუშაობა, კიდევ კარგი, ვიღაცა ჩამოგყავთ, თორემ ამ ფონოგრამით ყური მეხვრიტება“, – განაცხადა ფარესაშვილმა.

მის ამ განცხადებას ლელა წურწუმია გამოეხმაურა და ფარესაშვილს მიმართა.
“როცა საჭიროა, ფონოგრამაზეც იმღერებ და მიმღერია კიდევაც, ქეთი, კარგად გამომხედე რა, ბოლოს ორკესტრთან ერთად მქონდა დიდი სოლო კონცერტი ფილარმონიაში, “იმას მოხვდა გულზე, ვისაც სიმღერა არ შეუძლია“ – რას ნიშნავს“?! – მიმართა წურწუმიამ ფარესაშვილს.

მომღერალი ლელა წურწუმია შეურაცხმყოფელს უწოდებს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას განცხადებას, რომლის მიხედვით საახალწლო კონცერტზე მხოლოდ ის მომღერლები წარდგებიან, რომლებიც ცოცხლად მღერიან.

აღსანიშნავია, რომ ლელა წურწუმია იმ მომღერალთა სიაში ვერ მოხვდა, რომელიც მერიის ორგანიზებით ახალი წლისთვის იმღერებენ.

FB კომენტარები

კომენტარი