“იმ­ედია, ეს ბრძო­ლა სი­ცოცხლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა” – თსუ–ს სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც კორონავირუსით ინფიცირებულ ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტებთან მუშაობს

592
SHARE

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მე-5 კურ­სის სტუ­დენ­ტი, აკ­ად­ემ­იკ­ოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირ­აკ­ლი მო­დე­ბა­ძე თსსუ პირ­ველ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ექ­თნის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს და ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს უწ­ევს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. „ამ­ჟა­მად ამ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩვე­ნი კლი­ნი­კა შე­ირ­ჩა ამ ინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად და დღემ­დე ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს ვუ­წევთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. ჩვენ­მა გუნ­დმა ამ მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო რამ­დე­ნი­მე სი­ცოცხლის გა­დარ­ჩე­ნა და მჯე­რა, რომ ამ უხ­ილ­ავ მტერ­თან ბრძო­ლა­ში ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ. მე­ამ­აყ­ება, რომ ამ გუნ­დის წევ­რი ვარ და ჩე­მი მცი­რე­დი წვლი­ლი შე­მაქ­ვს ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში“, — ამ­ბობს თსუ-ის სტუ­დენ­ტი ირ­აკ­ლი მო­დე­ბა­ძე.

მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, იმ დროს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ იყო და ამ­იტ­ომ ირ­აკ­ლი საკ­მა­ოდ რთულ სა­მუ­შაო რე­ჟიმს და­თან­ხმდა. მას ყო­ველ მე­ორე დღეს 24 სა­ათი­ანი მუ­შა­ობა უწ­ევ­და. მას შემ­დეგ, რაც თსუ-ში ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა, ირ­აკ­ლიმ სა­მუ­შაო რე­ჟი­მი სწავ­ლის პრო­ცესს შე­უთ­ავ­სა და შე­და­რე­ბით მი­სი სა­მუ­შაო დღე­ებ­იც შემ­ცირ­და — ას­ეთი გრა­ფი­კის თა­ობ­აზე ირ­აკ­ლის­გან ვი­გებთ, რო­მე­ლიც იმ­ას­აც აღ­ნიშ­ნავს, რომ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­მო­ყოფს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ფა­კულ­ტე­ტის მზა­ობ­ას ამ მხრივ.

„წი­ლად მხვდა — ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იმ დი­დი ოჯ­ახ­ის წევ­რი, რა­საც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ჰქვია. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა, პირ­ველ რიგ­ში, მომ­ცა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი კურ­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­ვს, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღო სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებ­ში, რაც ახ­ლის ძი­ებ­ის და კვლე­ვის სურ­ვილს კი­დევ უფ­რო გმა­ტებს. ხუ­თი წე­ლია თსუ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. მან მომ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნის, გან­ვი­თა­რე­ბის და თვით­რე­ალ­იზ­ებ­ის სა­შუ­ალ­ება“, — ამ­ბობს მო­მა­ვა­ლი ექ­იმი. იგი თა­ვის კა­რი­ერ­ას სწო­რედ მე­დი­ცი­ნას უკ­ავ­ში­რებს და ავ­ლენს დიდ ინ­ტე­რესს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის მი­მართ, რა­შიც, რო­გორც ამ­ბობს, მრა­ვალ­წლი­ანი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­მო­ად­გე­ბა. „ეს დარ­გი საკ­მა­ოდ დიდ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მზა­ობ­ას მო­ითხოვს, ამ­იტ­ომ „კო­ვიდ-19“-ის პი­რო­ბებ­ში დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვაც, ვფიქ­რობ, ჩემ­თვის დიდ გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცე­ვა“, — აღ­ნიშ­ნავს ირ­აკ­ლი.

რო­გო­რია პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­მო­ტა­ნი­ლი დას­კვნე­ბი და რა გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­როვ­და ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით და­ავ­ად­ებ­ულ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას? — ირ­აკ­ლი მო­დე­ბა­ძე კონ­კრე­ტულ კითხვებ­ზე გვპა­სუ­ხობს:

– რო­გორ გრძნო­ბენ თავს „COVID-19“-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

– კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი „COVID-19“-ით და­ავ­ად­ებ­ული პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. რე­ან­იმ­აცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ობა, რა თქმა უნ­და, მძი­მეა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გა­მარ­ჯვე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. ახ­ლაც ჩარ­თუ­ლი ვართ ამ ბრძო­ლა­ში და იმ­ედია, ეს ბრძო­ლა სი­ცოცხლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

– რამ­დე­ნად რთუ­ლი და­ავ­ად­ებაა და რამ­დე­ნად ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­ნი პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბით?

– „COVID-19“-ის გა­და­ცე­მა ხდე­ბა წვე­თო­ვა­ნი და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ას­იმ­პტო­მუ­რია და რა­იმე კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია. მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს აქ­ვს კლი­ნი­კუ­რი მა­ნი­ფეს­ტა­ცია. რაც შე­ეხ­ება გარ­თუ­ლე­ბებს, რისკ ჯგუფ­ში შე­დი­ან ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის (არ­ტე­რი­ული ჰი­პერ­ტენ­ზია, გუ­ლის იშ­ემი­ური და­ავ­ად­ება, შაქ­რი­ანი დი­აბ­ეტი, ას­თმა, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობ­სტრუქ­ცი­ული და­ავ­ად­ება და სხვ.) მქო­ნე პი­რე­ბი. ლე­ტა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სწო­რედ ას­ეთ პა­ცი­ენ­ტებ­ზე მო­დის. რე­ან­იმ­აცი­აში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს შე­იძ­ლე­ბა გა­ატ­არ­ონ პა­ცი­ენ­ტებ­მა (თვე­ზე მე­ტიც კი), შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ 2 კვი­რა ან 10 დღე. რაც შე­ეხ­ება თე­რა­პი­ას, სა­შუ­ალ­ოდ 2 კვი­რაა საკ­მა­რი­სი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა, გა­აჩ­ნია შემ­თხვე­ვებს.

– რას ითხო­ვენ ყვე­ლა­ზე ხში­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი თქვენ­გან, ექ­იმ­ებ­ის­გან?

– ყვე­ლა­ზე ხში­რად პა­ცი­ენ­ტი ექ­იმ­ის­გან თა­ნად­გო­მას ითხოვს, მი­თუ­მე­ტეს, ამ ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ჯერ მსოფ­ლი­ომ ამ ვი­რუ­სის შე­სა­ხებ ცო­ტა რამ იც­ის, ექ­იმ­მა მა­ინც უნ­და შეძ­ლოს პა­ცი­ენ­ტის გამ­ხნე­ვე­ბა და მას­ში იმ­ედ­ის ნა­პერ­წკლის გაღ­ვი­ვე­ბა, რად­გან ხში­რად სწო­რედ იმ­ედი ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის და ექ­იმ­ის ბრძო­ლის მთა­ვა­რი იარ­აღი. ზო­გი­ერ­თი და­ავ­ად­ებ­ული ძა­ლი­ან ემ­ოცი­ურია და მკურ­ნა­ლო­ბი­სას ეს ემ­ოცია უშ­ლის ხელს. ზო­გი მშვი­დია და გა­გე­ბით ეკ­იდ­ება და­ავ­ად­ებ­ის სირ­თუ­ლეს. მე, ძი­რი­თა­დად, რე­ან­იმ­აცი­აში ვარ, სა­დაც მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გვყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი და ამ­იტ­ომ მა­თი ემ­ოცი­ური მდგო­მა­რე­ობ­ის შე­ფა­სე­ბა რთუ­ლია. მსმე­ნია, რომ რამ­დე­ნი­მეს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ და თე­რა­პი­ული გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან სულ გვკითხუ­ლო­ბენ.

– რა შეგ­რძნე­ბა და­გე­უფ­ლა, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ამ სა­ყო­ველ­თაო ტა­შით გა­მო­ხა­ტა მად­ლი­ერ­ება ექ­იმ­ებ­ის­ად­მი?

– მად­ლი­ერ­ებ­ის აქ­ცია მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ მად­ლი­ერ­ებ­ის გრძნო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის ერ­თი­ან­ობ­ის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. და­ვე­სეს­ხე­ბი ცნო­ბი­ლი ად­ამი­ან­ის სიტყვებს: „მად­ლი­ერ­ება მა­გიაა, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი ენ­ერ­გია, რო­მე­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა ად­ამი­ან­მა შე­იგ­რძნოს და რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, თუ მას სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ვი­ყე­ნებთ“. სწო­რედ ეს ტა­ში გახ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სტი­მუ­ლი იმ­ისა, რა­მაც ამ რთულ პე­რი­ოდ­ში საქ­მის კე­თე­ბა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა.

მინ­და, მო­ვუ­წო­დო სა­ზო­გა­დო­ებ­ას, და­იც­ვას ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რა­საც გვთა­ვა­ზობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რა­თა თა­ვი­დან ავ­იც­ილ­ოთ მდგო­მა­რე­ობ­ის გაუარესება. და კი­დევ, გა­ვი­მე­ორ­ებ პრო­ფე­სორ ლე­ვან რა­ტი­ან­ის სიტყვებს: „ის­ევ მო­ვა გა­ზაფხუ­ლი კორ ვი­რუ­სის გა­რე­შე“.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი