ილო ბეროშვილი მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე ალაპარაკდა – “ყველასთნ გავწყვიტე ურთიერთობა, ვინც ამ ცდუნებასთან მაკავშირებდა”

666
SHARE

პოპულარობა არც აქამდე აკლდა, მაგრამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” შავლეგო მადლიანის როლის შესრულების შემდეგ, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ჟურნალმა “გზამ” ილო ბეროშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მსახიობი მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე პირველად საუბრობს:
ილო ბეროშვილი:
– ამ თემაზე საჯაროდ
არასდროს მილაპარაკია, მაგმარმ შენთან ორი მიზეზის გამო ვილაპარაკებ: ჩემს ცხოვრებაში ქაოსი იყო. მქონდა პერიოდი, როცა ნარკოტიკს ათასში ერთხელ თუ შევეხებოდი, მაგრამ მერე ალკოჰოლიც დაემატა, აირია ერთმანეთში და… ამ დროს ოთხ პროექტში ვიყავი, მუდმივად გადაღლილი და გამოუძინებელი. მადლობა უფალს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
– ამის ძალა საკუთარ თავში როგორ იპოვე?
– ყველა ადამიანთან, რომელიც ამ ცდუნებასთან მაკავშირებდა, ურთიერთობა გავწყვიტე. ახალი ნაცნობები გავიჩინე, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ. ვერ გეტყვით, რომ ახლა იდეალურ ფაზაში ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი რაღცეები უკან მოვიშორე.

FB კომენტარები

კომენტარი