ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

98
SHARE

2015 წლის ივლისი ჩაივლის ბედნიერების და წარმატების მომტანი ორი პლანეტის ვენერა-იუპიტერის შეერთების ფონზე, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოზეც. იმატებს წარმატების ალბათობა სხვადასხვა სფეროში, დადებითად იმოქმედებს პარტნიორულ ურთიერთობებზე, სასიყვარულო სფეროზე. წარმატებები მოიმატებს შემოქმედებით სფეროშიც. არაერთი ადამიანი თავს იგრძნობს ბედნიერად და ეს მომენტი მომავალში ტკბილ მოგონებად ექცევა. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ და გაეცით მეტი პოზიტივი და სიყვარული.
ივლისის პერიოდში ბიზნესინტერესები შეიცვლება ოჯახური ინტერესებით. უფრო აქტუალური გახდება საოჯახო, სანათესავო საქმეები. იმატებს ემოციური ფონი სხვადასხვა სფეროში, უფრო მეტად დადებით ასპექტში. რეკომენდებულია წყლის პროცედურები. წყალს გააჩნია განსაკუთრებული ენერგეტიკა, რომელიც აწყნარებს ნერვებს და წმენდს ადამიანის აურას.
1-დან 14 ივლისამდე პლანეტები და ვარსკვლავები დაგეხმარებიან ნებისმიერ წამოწყებაში. ეს ძალიან კარგი პერიოდია ფრენებისთვის, ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ან ძველის გარდაქმნისთვის, სწავლის დაწყებისთვის, აქტიურობისა და ურთიერთობისთვის. გაჩნდება სულიერი განახლების, სულიერი ძალების მობილიზების მოთხოვნილება, გამოვლინდება დაფარული შესაძლებლობები.
გაგიჩნდებათ ახალი იდეები, გელოდებათ ახალი შეხვედრები ორიგინალურ ადამიანებთან, სასარგებლო შეტყობინებები და სასიამოვნო მოულოდნელობები. გაიგებთ ამაღელვებელ, სასიხარულო ამბებს, გეწვევათ მოულოდნელი ბედნიერება, კარგი ამბები, ასევე საინტერესო ცვლილებები და ნაცნობობა. თუ გინდათ ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ, უნდა იყოთ უფრო მეგობრული და ურთიერთობაში აქტიური. ეს თვისებები დაგეხმარებათ, მოიპოვოთ ადამიანების სიმპათია.
15-დან 18 ივლისამდე მერკურის მარსთან შეერთება და მისი ოპოზიცია პლუტონთან მოიტანს სახიფათო დაძაბულობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროებითი უსიამოვნებები და პრობლემები. ეცადეთ ამ დღეებში არ დაგეგმოთ გამგზავრება, თვითმფრინავით გაფრენა და გრძელი მოგზაურობა. ამ პერიოდში გზაში ყოფნა არასახარბიელოა. შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ გამგზავრება. უმჯობესია, თუ დროს შინ, ახლობლებთან ერთად გაატარებთ.
შესაძლოა, ამ დროს პირადი ცხოვრებასა და სამსახურში საკმაოდ სწრაფი ცვლილებები მოხდეს და მიიღოს განვითარების სრულიად მოულოდნელი მიმართულება. ამ ეტაპზე უკეთესია, თუ აირჩევთ შემოვლით გზას და მიზნისკენ ნელა, მაგრამ მშვიდად ივლით. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა ნებისმიერ საქმეში. პრინციპულობა არა მხოლოდ არ მოგიტანთ დადებით შედეგებს, არამედ სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნით.
თვის ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი პერიოდი იქნება მზის გადასვლა კირჩხიბიდან ლომში, რაც 23-27 ივლისს მოხდება. ამ დროს მზე გაივლის ძალიან მნიშვნელოვან შეერთებას მერკურისთან, რაც თქვენზე ორნაირად იმოქმედებს. ერთი მხრივ, გააქტიურდება ყველა ის სფერო, რასაც ეს ინტელექტის პლანეტა განაგებს. გაძლიერდება ინფორმაციის აღქმის უნარი, სწავლის, ურთიერთობის, აქტიურობის სურვილი. მაგრამ, მეორე მხრივ, ურთიერთობებში შეიძლება გაჩნდეს წინააღმდეგობები, გაუგებრობა და დაპირისპირება.
ამ პერიოდში ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ მზად ვიყოთ ყველაფრისთვის და არაფერი გაგვიკვირდეს (განსაკუთრებით, ჟურნალისტებს, მწერლებს, პროგრამისტებს, პედაგოგებსა და ბიზნესმენებს). მერკურის მზესთან შეერთება საოცარ წარმატებას გვპირდება, მაგრამ ზოგისთვის იმედგაცრუებას და ტკივილს მოიტანს. ის, რაც მზის კირჩხიბში ყოფნისას მშვენიერი გვეჩვენებოდა, სულ სხვანაირად გამოჩნდება, როცა მზე ლომში გადავა. ეს იქნება გამოცდა რეალობის საშუალებით, ილუზიებზე უარის თქმა.
23-დან 27 ივლისის ჩათვლით, რთული პრობლემის გადაწყვეტა უნდა მოხდეს შემოქმედებითად, უნდა მოიძებნოს არაორდინარული გზები. ასევე ეცადეთ, რომ ადამიანების მიმართ იყოთ უფრო მეტად შემწყნარებელნი, უარი თქვათ შიშზე და კომპლექსებზე. იყავით უფრო გამბედავი, თავდაჯერებული და ყველაფერი გამოგივათ!
გაფრთხილება დამსვენებელთათვის: 23-დან 27 ივლისის ჩათვლით არასასურველია ნებისმეირი გაფრენა – როგორც ახლო, ისე შორეულ მანძილზე. ასევე არ უნდა მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, უარი თქვით დაუგეგმავ მოქმედებაზე და ერიდეთ ბევრი ფულის დახარჯვას. ამ დღეებში ყურადღება გადაიტანეთ სწავლაზე, საქმეებსა და ინტელექტუალურ სამუშაოზე.
ივლისის ბოლოს მზის ლომში გადასვლა საკმაოდ უცნაური იქნება. თავდაპირველად, მზე შეუერთებს თავის ენერგიებს მერკურის, რაც განაპირობებს ამ „ლომური“ თვის ტენდენციებს. შემდეგ კი, 28-29 ივლისს გველოდება ივლისის ვარსკვლავთცვენა, სახელად „დელტა აკვარიდები“. მიუხედავად იმისა, რომ ამ დინების მეტეორები ძალიან ნელა მოფრინავენ, ბნელ ცაზე მათი ნათება საკმაოდ ეფექტური იქნება.
მათზე დაკვირვების საუკეთესო დრო იქნება გათენამდე ორი საათით ადრე. ამ ვარსკვლავების წვიმის დანახვა შესაძლებელი იქნება სამხრეთ ნახევარსფეროსა და ჩრდილოეთის ტროპიკულ განედებში, მთვარის ჩასვლის და მზის ამოსვლის პერიოდში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეტეორიტების სიხშირე იქნება 15-20 საათში. წარმატებას გისურვებთ თქვენს დაკვირვებაში და ბედნიერად შეაბიჯეთ ლომის ბატონობის პერიოდში!

წყარო: http://geoastro.ge

თორნიკე ბიძინაშვილი 

FB კომენტარები

კომენტარი