“ივანკა ტრამპი კოსმოსში გაუშვეს” – ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილს ისევ დასცინიან (ფოტო)

108
SHARE

დონალდ ტრამპის შვილი და უფროსი მრჩეველი  პრეზიდენტის კრიტიკოსების სალაპარაკო თემად ისევ იქცა.
ივანკა ტრამპი  იპონიაში „დიდი ოცე­უ­ლის“ სა­მიტ­ზე​ მოურიდებლად ცდილობდა მაკრონის, ტერეზა მეის, კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს და კრის­ტინ ლა­გარ­დთან დიალოგში ჩაბმას.
ცხადია, ივანკას ასეთმა საქციელმა საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა, განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკოსები. მათ ივანკას საქციელი ნეპოტიზმს დაუკავშირეს.
“შეიძლება გაოცდე, როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, მაგრამ გასაოცარი არაფერია, როცა ტრამპის შვილი ხარ”, – განაცხადა ტრამპის ერთ-ერთმა კრიტიკოსმა.
ივანკას ეს მოურიდებლობა არც სოციალური ქსელის მომხმარებლებს გამოჰპარვიათ და მალევე გაავრცელეს ტრამპის ქალიშვილის გაშარჟებული ფოტოები. ივანკა ფოტოშოპის საშუალებით გაუშვეს კოსმოსში, დასვეს რუზველტის, ჩერჩილისა და ობამას გვერდით და მუჰამედ ალის რინგზეც კი.

 

FB კომენტარები

კომენტარი