ივანა მელაი სააკაშვილის შესახებ: როცა სააკაშვილი პირადად გავიცანი, მან საქართველოს ისტორია მომიყვა

1519
SHARE

​ივანა მელაიმ, პრაიმ-ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილზე და კახა კალაძეზე ისაუბრა.
“სააკაშვილი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ ბევრის შეცვლა შეუძლია. რაც ამერიკაში ვარ, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია. მე თუ უკრაინაში ჩავალ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, რადგან საქართველოზე ასეთი შეყვარებული ადამიანი მეორე არ მეგულება. როცა სააკაშვილი პირადად გავიცანი, მან საქართველოს ისტორია მომიყვა. გაოცებული ვიყავი, თუ როგორ უყვარს მას თავისი ქვეყანა და როგორ კარგად იცის მისი ისტორია. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მას საქართველო სჭირდება, რადგან უფრო მხიარულად იყოს.
​დღევანდელი მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ბევრს ვიცნობ და ბევრი მეგობარიც მყავს. როცა უკრაინაში პრობლემები გვქონდა, ურთიერთობა მქონდა კახი კალაძესთან. ის ძალიან კეთილი ადამიანია, რომელიც იურიდიული საკითხების მოგვარებაში დამეხმარა. ჩვენ ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მან იცის, ვინ ვარ მე და მე ვიცი ვინ არის ის. კალაძის მადლობელი ვარ, რადგან მძიმე მომენტში დაგვეხმარა
. ასევე, მადლობელი ვარ სააკაშვილის, რომ ჩემი წერილი მიიღო და გაჭირვების ჟამს, ჩემს ოჯახს დაეხმარა. ამ ქვეყანამ მშობლები გადამირჩინა“, – განაცხადა მომღერალმა.

Comments

comments