“იესო პომადით” და “ღვთისმშობელი პისტოლეტით” ავტორის ახალი პროვოკაცია – კაცების “სამაია” (ფოტო)

181
SHARE

არტისტი ლია უკლება საზოგადოებისთვის ცნობილი თავისი პროვოკაციული ნამუშევრებითაა. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს და მას სარწმუნეობის შეუარცხყოფაში სდებენ ბრალს. უკლებას ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია – “იესო პომადით” და “თვითმკვლელი ღვთისმშობელი”.

ამჯერად, უკლებამ “კაცები ცეკვავენ სამაიას” დახატა, რომელიც მან ახალ ქართულ ფილმს – “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიუძღვნა. ფილმი ორი მოცეკვავე გეის ისტორიას ასახავს.
“კაცები ცეკვავენ სამაიას“ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს”, – აღნიშნა ლია უკლებამ.

FB კომენტარები

კომენტარი