იდეალური ქალი ნებისმიერი მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

93
SHARE

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცს იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება კონკრეტული კრიტერიუმები გააჩნია სასურველი ქალის შერჩევის საკითხში. თუმცა, საინტერესო იქნებოდა გაგვეკეთებინა ექსპერიმენტი – როგორი შეიძლება იყოს ქალი, რომელიც თორმეტივე ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიმპათიასა და აღტაცებას დაიმსახურებს?

თუ ჯერი ვიზუალზე მიდგა, ყველაზე მეტად ქალური შარმითა და მომხიბვლელობით სასწორი, ტყუპი და მერწყული ქალები გამოირჩევიან. ამიტომ იდეალურ ქალს ამ ჰაერის ნიშნისთვის დამახასიათებელი მომნუსხველი ღიმილი, მელოდიური ხმის ტემბრი და უზადო გემოვნება უნდა გააჩნდეს.
ვნებიანობასა და ტემპერამენტის მაღალ კოეფიციენტზე თუ ვსაუბრობთ, ამ მხრივ ვერძს, მორიელსა და კუროს ვერავინ გაეჯიბრება. შესაბამისად, იდეალური ქალი ვერძივით “ცხელი”, კუროსავით დიდი სექსუალური მადის მქონე და მორიელივით ვნებიანი უნდა იყოს.

მეოჯახეობა და სუპერდიასახლისის თვისებები კირჩხიბებისკენ, ქალწულებისა და თევზებისკენ უნდა მოვიკითხოთ. ამიტომ იდეალურ ქალს კირჩხიბისთვის დამახასიათებელი კულინარიული შესაძლებლობები, ქალწულის რაციონალიზმი და თავდაჭერილობა და თევზებისთვის დამახასიათებელი ემოციური კომფორტის მინიჭების უნარი უნდა გააჩნდეს მამაკაცისთვის.

დაბოლოს, კარგი ცოლი და პარტნიორი მამაკაცს გვერდით უნდა ედგეს როგორც თანასწორი. ის უნდა იყოს მისთვის იდეალური თანამოაზრე, მეგობარი და მრჩეველი. ამ კანდიდატურას კი სრულიად აკმაყოფილებს ლომი, მშვილდოსანი და თხის რქა. შესაბამისად, იდეალური ქალი ლომივით საამაყო საზოგადო იმიჯით, მშვილდოსანივით მეგობრული ხასიათია და თხის რქასავით უტეხი ნებისყოფით უნდა იყოს დაჯილდოებული, რომელიც ძნელბედობის ჟამს მეუღლეს ღირსეულ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

წყარო: astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი