იდეალური მამაკაცის 15 თვისება ქალების აზრით

123
SHARE

დიახ, ქალები სასწაული ფანტაზიორები არიან. ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უწინ, ჯერ კიდევ მაშინ როცა ადამიანები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებებში და იკვებებოდნენ მამაკაცის მიერ მოპოვებულ ნადირით, ქალები ისხდნენ კერის გარშემო და ქმნიდნენ იდეალური მამაკაცის ხატს. მერე ეს გადასცეს თავიანთ ქალიშვილებს, ამათმა თავიანთ ქალიშვილებს და ა.შ. სანამ ეს ჩაინერგა რაღაც გენეტიკურ კოდად მე-19 ქრომოსომის უკანა ფეხებში. მოკლედ, ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ – კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად.
ესე იგი, იდეალური მამაკაცის 15 თვისება:

1. ქალებზე საუბარს იწყებს ფრაზით – ”ყველა ქალი ერთნაირი არ არის! მაგალითად ჩემი ცოლი”…

2. მას არ მოსწონს მოდელები (ზოგადად გრძელი ფეხები არ მოსწონს, მისთვის მთავარია მისი შინაგანი სამყარო), არც ფრიკები;

3. როცა მამაკაცი ავად არის, ის არ იქცევა ისე, რომ ქალი ოცნებობს ”როდის ჩაძაღლდება ეგ დეგენერატი”;

4. როცა მას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, ის არ ლოთობს და არც პირშუქად ზის მთელი საღამოს განმავლობაში, არამედ სიხარულით იღებს გამოწვევებს და ადვილად უმკლავდება;

5. ის ძალიან კარგად უგებს ბავშვებს, როგორც პატარებს, ისე თინეიჯერებსაც. თუ საჭიროა შეუძლია ახსნას ინტეგრალები და ლოგორითმები;

6. მის სანათესაოში არ ფიქრობენ, რომ მისი წინა შეყვარებული უფრო უხდებოდა მას;

7. თუ გატაცებულია კოლექციონირებით, მაშინ ეს კოლექციის საგანი არ არის დიდი, არც ძვირი და არც მტვრიანი;

8. მას არ უყვარს ფეხბურთი და უყვარს სექსი;

9. მედიკოსები შოკში არიან – მამაკაცთა ამ ტიპს არ უყვარს ფლეისთეიშენი, ქსელური ვიდეო-თამაშები და არც ძირს დაყრილი წინდები;

10 მას ზეპირად ახსოვს ქალის დაბადების დღე, ზოდიაქოს ნიშანი, დედამისის დაბადების დღე, მისი დაქალის – კატოს დაბადების დღე და ისიც, თუ რამდენ თვეში ბრუნდება სტოქჰოლმიდან დაქალი. იცის, რომელი ნაყინი უყვარს მის მეორე ნახევარს, რა ზომის ფეხი აქვს, რამდენ შაქარს უმატებს ყავას და ისიც, რაც ქალმა არ იცის თავის შესახებ;

11. მას კარგი მეგობრები ჰყავს. მამაკაცის მეგობრებმა არ უნდა დაპატიჟონ ბარში ლუდის დასალევად იმიტომ, რომ ის ეგრევე კარგავს იდეალური მამაკაცის სტატუსს;

12. ის არის ხალისიანი, აქვს იუმორი კარგი გრძობა, ლამაზი ღიმილი, სწორი თეთრი კბილები, ცისფერი/მწვანე თვალები და წითური ან შავი წამწამები;

13. ის ყოველთვის პირველი აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა. ყველაფერთან ერთად, ის არასდროს უყვირის ქალს;

14. მის პასპორტში არის მოქმედი შენგენ-ვიზა და ის მუდამ მზად არის წაიყვანოს თავისი ქალი პარიზში;

15. მას ესმის, რომ თვეში ერთხელს ქალს რთული პერიოდი აქვს, ამიტომ უფრო ელასტიკური ხდება.

წყარო: eva.ge

FB კომენტარები

კომენტარი