იგეგ­მე­ბა “შა­ქა­რას” სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დიის შექმნა – ტარიელ ხე­ჩი­კაშ­ვილი

710
SHARE

კლუბ “სა­ბურ­თა­ლოს” პრე­ზი­დენ­ტმა  ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლმა  გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის შესახებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” ისაუბრა მისი განცხადებით იგეგმება გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტიპენდიის შექმნა:

“ძა­ლი­ან ტრამ­ვი­რე­ბუ­ლია მისი გუნ­დიც. ჩვენ ალ­ბათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძლებთ, რომ ვა­ნუ­გე­შოთ ოჯა­ხი. სა­ბურ­თა­ლო ერთი ოჯა­ხია. აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა “შა­ქა­რას”, ჩვენ უკ­ვდავ­ყოფთ მის სა­ხელს. “შა­ქა­რას” სა­ხელ­ზე სტი­პენ­დია და­ე­ნიშ­ნე­ბათ ფეხ­ბურ­თე­ლებს.

მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. არა­სო­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი – პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან… რო­დე­საც “სა­ბურ­თა­ლო 2”-ში მოხდვა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, “სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში” მოხ­ვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო” – აღ­ნიშ­ნა ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა.

FB კომენტარები

კომენტარი