“იბადება ბიჭი – კოტე თოლორდავა”

73
SHARE

“განო საშინელ მდგომარეობაშია. არ მახსოვს, მენახოს ან გამეგონოს იმხელა სიყვარულზე, როგორიც მათ ჰქონდათ…”

კოტე თოლორდავას გარდაცვალების შემდეგ უმამოდ დარჩა სამი შვილი: ბუკა, ტასო და თარაში. მსახიობი მეოთხე შვილსაც ელოდებოდა. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური 3 თვის ორსულია და ბიჭს ელოდება:
“ეს ადამიანი არა მარტო თავის საქმეში იყო ძალიან ნიჭიერი, არამედ ურთიერთობასა და მეგობრობაშიც. თუ ცუდი პერიოდი­ და ჩავარდნა მქონდა როგორც მსახიობს, პირველი კოტე მედგა მხარში. გადაცე­მაც რომ გააკეთა, იქაც პირველი სტუმარი­ მე ვიყავი.

განო საშინელ მდგომარეობაშია. არ მახსოვს, მენახოს ან გამეგონოს იმხელა სიყვარულზე, როგორიც მათ ჰქონდათ.
კოტეს უფროს შვილს, ბუკას, ახლოს არ ვიცნობ, ვიცი, ძალიან გონიერია. მომსწრე ვარ, როგორ დარეკა განოსთან და აქეთ აწყნარებდა. 6 წლის ტასო ძალიან განიცდის… განო 3 თვის ფეხმძიმეა. რამდენადაც ვიცი, იბადება ბიჭი – კოტე თოლორდავა”. – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” მათი ოჯახის მეგობარმა ზუზუ ბეჟაშვილმა.
წყარო “კვირის პალიტრა”

FB კომენტარები

კომენტარი