ია ფარულავა – ”ბოლო ათია წელია, სულ მყავს, ყველა ჯიშიანი იყო ”

129
SHARE

მსახიობი ია ფარულავა კატებისადმი სიყვარულზე საუბრობს და სოციალურ ქსელში ქუჩისა და   ჯიშიანი  კატის განსხვავებაზე  წერს.
”ბოლო ათი წელია, სულ მყავს კატა. ყველა ჯიშიანი იყო – სპარსი და ბრიტანები, ძირითადად, კაი ძვირები და კაი უხასიათოა ყველა.

მაგრამ მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა… საოცარია… ამიტომ გირჩევთ, რომ ქუჩის კნუტი შეიფაროთ, იყოლიოთ სახლში… ადვილი მოსავლელები არიან ფრიად.

მერე მადლობას მეტყვით – აურის გამწმედი, ნეგატივის მშთანთქავი, მოსიყვარულე, თბილი, წნევის მარეგულირებელი და სხვა ამბები მისტიკაში აღარ გადავალ – ძველ რომში ყველას ჰყავდა ერთი ფისო სახლში, ნეტა, რატომ”? – წერს ია ფარულავა.

FB კომენტარები

კომენტარი