ია სუხიტაშვილი: ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ

58
SHARE

 

მსახიობი ია სუხიტაშვილი “ოსკარის” ცერემონიალთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოთქმულ არაერთგვაროვან შეფასებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში, მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.
სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ“, – წერს ია სუხიტაშვილი ფეისბუქზე.

FB კომენტარები

კომენტარი