იაპონიაში 400 წლის ხე მოიპარეს

52
SHARE

ტოკიოსთან ახლოს, საიტამას პრეფექტურიდან, 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების შვიდი ხე მოიპარეს. მათგან ყველაზე იშვიათი და ძვირიანი 400 წლის ბონსაის ხეა. როგორც BBC იუწყება, ოჯახი, რომლის ეზოდანაც იშვიათი ხეები მოიპარეს, ქურდებს მიმართავს და სთხოვს, რომ ხეებს კარგად მოუარონ. მათი თქმით, ქურდები, როგორც ჩანს, ბონსაიში კარგად ერკვეოდნენ, რადგან მათ 3000 ეგზემპლარიდან 7 საუკეთესო ხე შეარჩიეს.

FB კომენტარები

კომენტარი