იაპონელი ხალხის ცხოვრებისეული გამონათქვამები

260
SHARE

დიდი დროის მანძილზე იაპონია იზოლირებული იყო დანარჩენი მსოფლიოსგან ქვეყნის პოლიტიკური და გეოგრაფიული მახასიათებლების გამო, რაც მას უნიკალურს ხდიდა. ამავდროულად, ხშირმამიწისძვრებმა და ტაიფუნებმა გავლენა მოახდინეს იაპონელების დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ.

ჰარმონია ბუნებასთან, დახვეწილი სიმარტივე, ბუნებრივობა, თავშეკავებულობა და ა.შ. ჩვენ ბევრი რაღაცის სწავლა შეგვიძლია ამ ხალხისგან.

იაპონელი ხალხის ცხოვრებისეული გამონათქვამები:

1. იფიქრე-გაბედე, როცა გაბედავ-აღარ იფიქრო.

2. ნუ აკავებ წამსვლელს, ნუ გააგდებ მომსვლელს.

3. ზღვა იმიტომაა დიდი, რომ პატარა მდინარეებსაც იერთებს.

4. ვინც სვამს, არ იცის რა ზიანის მოტანა შეუძლია ღვინოს; ვინც არ სვამს, მან არ იცის ღვინის სასარგებლო თვისებები.

5. უბედურება დახეულ კაბას ჰგავს – სახლში უნდა დატოვო.

6. ვინც არაფერს აკეთებს- არც უშდომებს უშვებს.

7. ერთ თბილ სიტყვას შეუძლია, გაათბოს ზამთრის სამი ცივი თვე.

8. დაუთმე გზა სულელებსა და გიჟებს.

9. სწრაფად- ნელას ნიშნავს, ოღონდ შესვენების გარეშე.

10. მზემ ვერ არჩევს მტყუან-მართალს. მზის მიზანი ვიღაცის გათბობა როდია. ის, ვინც საკუთარი თავი იპოვა, მზეს ჰგავს.

11. შვიდჯერ შეამოწმე, სანამ დაეჭვდები ადამიანში.

12. გააკეთე ყველაფერი შესაძლებელი, დანარჩენში კი მიანდე ბედს.

13. სახლში, სადაც იღიმებიან, ბედნიერებაც მოდის.

14. გამარჯვება იმასთან მოდის, ვინც თავის მოწინააღმდეგეზე საათნახევრით მეტს გაძლებს.

15. გაღიმებულ სახეს ისარს არ ესვრიან.

16. თუ ქალი მოისურვებს -კლდეშიც გაივლის.

17. ცუდ ოსტატს არასდროს არ გამოსდის სრულყოფილი ვაზა.

18. არ შეგეშინდეს მოღუნვის, ის მყარად გასწორების წინაპირობაა.

19. ცივი ჩაისა და ცივი ბრინჯის ატანა შეიძლება, მაგრამ ცივი მზერა და ცივი სიტყვა- აუტანელია.

20. სადაც მართალია ძალა, იქ უძლურია უფლება.

21. სული არასდროს ბერდება.

22. მარცვალი მწიფდება- თავს ღუნავს, ადამიანი მდიდრდება- თავს წევს.

23. უსინდისოდ შეძენილი არ მოიტანს სარგებელს.

24. კითხვის დასმა- ერთი წუთის სიცხვილია, უცოდინრობა კი- მთელი ცხოვრების სირცხვილი.

25. ცოტაა მარტო ცოლ-ქმრად ყოფნა, საჭიროა ასევე მეგობრები და საყვარლები იყოთ, რათა შემდეგ ისინი სხვა ადამიანში არ ეძებოთ.

26. მოვიდა პრობლემა?! მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს.

27. ცოლ-ქმარი ხელსა და თვალს უნდა ჰგავდნენ: როცა ხელს სტკივა-თვალები ტირიან, როცა თვალები ტირიან- ხელები აშრობენ ცრემლებს.

28. ხანდახან ისიც ხდება, რომ ფურცელი იძირება, ხოლო ქვა ამოტივტივდება.

29. უფრო ადვილია იპოვო ათიათასი ჯარისკაცი, ვიდრე ერთი გენერალი.

30. ხანდახან კონფუცისაც არ უმართლებდა-ხოლმე.

31. ნებისმიერი ქალი ლამაზად ჩანს სიშორიდან, სიბნელეში ან ქოლგის ქვეშ.

32. მიზეზიც და პლასტერიც, შეგიძლია ნებისმიერს მიაკრო.

33. ქეიფზე უცხოები მოდიან, ხოლო გლოვაზე- ახლობლები.

34. ზედმეტი საგანი-ზედმეტი სადარდებელია.

35. როცა გულს უხარია-სიარულიც ადვილია.

36. ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე არ არსებობენ დიდებულები.

37. კეთილი საქმეც ისე დიდხანს გახსოვდეს, როგორც წყენა.

38. არ ყოფილა შემთხვევა, რომ შიშველს რამე დაეკარგა.

წყარო:http://4motivi.com/

FB კომენტარები

კომენტარი