„თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სამშობლო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაშიც კი დაადანაშაულოთ“

65
SHARE

 

დიახ, ჩვენს შორის არსებობს დიდი განსხვავება! თქვენ იყავით „ნაცების“ აქტივისტები და წევრები მანამდე, სანამ ცოცხების სპეკტაკლს ნახავდით. მე კი, სწორედ ამ სპეკტაკლის შემდეგ გავხდი მათი მხარდამჭერი და იცით რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ამ პროვოკაციის მიზანი ვის ინეტრესებში შედიოდა და რატომ სურდათ საძირკველიანად დაენგრიათ ის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის რეფორმამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო.
თქვენ შეგაშინათ ბრბომ და დღემდე გეშინიათ ბედუკაძის მსგავსი ავანტიურისტი აგენტების! დღეს თქვენ მე მეძახით “ნაცს” მაშინ, როცა „ნაცების“ კრიტიკისთვის ქვებით მქოლავდით და საკუთარ სამშობლოდანაც კი გამომაძევეთ! დიახ, ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, რადგან ჩემი ინტერესი საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაა, თქვენი ინეტერესი კი, პირადი კეთილდღეობა! თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სამშობლო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაშიც კი დაადანაშაულოთ, მე კი, დღემდე ვერ ვნახე თუნდაც ერთი ყველაზე გარეწარი სომეხი, ან აზერი, რომელიც იტყვის, რომ ყარაბახაში ომი მათმა ხელისუფელებამ და პრეზიდენტმა დაიწო, ვერ ვნახე ვერც ერთი ალბანელი და სერბი, უკრაინელი და რუსი! თქვენ კი ყველაზე დიდი გარეწრები აღმოჩნდით, თუკი ამქვეყნად რომელიმე ერი გამიცვნია (მაპატიეთ აქ ვგულისხმობ მათ, ვინც ივანიშვილს კვერს უკრავს სიმართლისდა-მიუხედავად), თქვენ ერთი კაცის სიყვარულით გიყვართ სამშობლო და ერთი კაცის სიძულვილითვე გძულთ იგი, რადგან საკუთარი პრინციპები და ღირსება არ გაგაჩნიათ!!! მე კი, ერთი რამ ვიცი, ხვალ ივანიშვილი რუსეთს რომ დაუპირისპირდეს და ისიც რუსეთის მოსაცილებელი გახდეს, კვლავ ჩემი დასაცავი გახდება თქვენნაირი გარეწრებისგან!!!
ასე რომ ვიქნები „ნაციც“, „ქოციც“, „ლეიბორისტიც“, „რესპუბლიკელიც“ და ა.შ. ვიქნები ყველგან, სადაც ჩემი ქვეყნის გადარჩენის ინტერესს ვნახავ!

FB კომენტარები

კომენტარი