“თქვენ იქნებით ქვეყნის პრემიერმინისტრი თუ კახა კუკავა?” – გოგი წულაიას სახალისო რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე (ვიდეო)

78
SHARE

პარტია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, გოგი წულაია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცის“ სტუმრი იყო.

წამყვანის კითხვას, „ვთქვათ, თქვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ იქნებით პრემიერი თუ კახა კუკავა“? წულაიამ ასე უპასუხა:

„შენ პირს შაქარი, მაგრამ მაგის ამბიცია ნამდვილად არ გვაქვს, რომ ხელისუფლებაში მოვალთ.

მე მაქვს პირადად ამბიცია, რომ პარლამენტში მოვიდეთ იმ რაოდენობით, რომელიც რაღაც გავლენას იქონიებს და ჩვენ გარეშე არ გავიდეს კანონები.

მე, გოგი წულაია, რომელიც უკვე დაიღალა ერთ წრეზე ციყვივით ტრიალში, ვეცდები, პრემიერი არ იყოს არცერთი პარტიის გავლენის ქვეშ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

FB კომენტარები

კომენტარი