“თქვენც ხომ არ გინდათ ზღვაზეო, დამტროლა” – სტუდენტისა და ლექტორის სახალისო ისტორია

42
SHARE

სოციალურ ქსელში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, რაულ აგიკიანი მისი და სტუდენტის სახალისო მიმოწერას აქვეყნებს.

“სტუდენტი მწერს:
– მასწ, ხვალ ტარდება ხომ ფინალურის აღდგენა?
– კი
– არ გადადებულა ხომ?
– არა
– ნაღდად ტარდება ხომ? ზღვისა და მზის ამინდები რომაა?
– ვახ, არ გადადებულა! არ მაინტერესებს ზღვა! გელით აღდგენაზე ხვალ!
– არა, მასწ, მე ჩაგაბარეთ უკვე და გამიმწვანდა საგანი. უბრალოდ, ზღვაზე ვარ და თქვენც ხომ არ გინდათ ზღვაზე-თქო??
დამტროლა
25-მდე ღიაა ხომ, არგუსი? ჩამოვიყვან ამას თბილისში, ვატყობ”, – წერს რაულ აგიკიანი სოცქსელში.

სტუდენტისა და ლექტორის ამ სახალისო მიმოწერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტუდენტის ხუმრობა კომენტარებში დადებითად შეაფასეს.

FB კომენტარები

კომენტარი