„თქვენია? გილოცავთ” – შოკისმომგვრელი რეაქციები, 12 წლის გოგონასა და შუახნის მამაკაცის ქორწინებაზე (ფოტოკოლაჟი)

188
SHARE

საქველმოქმედო ქალთა ორგანიზაცია KAFA-ს მიერ ბეირუთში დადგმულ პერფომანსს, რომელიც შუახნის მამაკაცისა და 12 წლის გოგონას ცრუ ქორწინებას ეხებოდა, ადგილობრივებისგან შოკისმომ12357995_437992279729496_407207809_nგვრელი რეაქციები მოჰყვა. ისინი მამაკაცს, რომელიც მეუღლეს პაპად უფრო ეკუთვნოდა, არჩევანს უწონებდნენ და ულოცავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა “დეილი მეილი” წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, “ახალდაქორწინებულები” ღია ცის ქვეშ, გამვლელების თვალწინ, ფოტოობიექტივის წინ პოზიორობდნენ. 12 წლის ბავშვი და მისი შუახნის მეუღლე მშვიდად იდგნენ შუა ქალაქში და იღებდნენ მილოცვებს. ადგილობრივები მამაკაცს ეკითხებოდნენ: ” თქვენია? გილოცავთ”. ერთმა გამვლელმა ქალმა შეიცხადა: “რა კანონი? მ12351065_437992286396162_1620084022_nე მიმყავს ეს გოგონა, როგორ დავტოვო? ის ხომ ჩემს ქალიშვილს მაგონებს”. ერთმა კაცმა ფოტოგრაფს ჰკითხა, არის თუ არა ბედნიერი, როცა ამ სცენას იღებს.

სიძე კი მშვიდად იდგა და ამბობდა: „ეს არ არის თქვენი საქმე. ჩემი მეუღლის მშობლების ნებართვით ჩვენ ერთად ვართ”.

ერთმა გამვლელმა კაცმა კი განაცხადა, რომ გოგონას მშობლები კრიმინალები არიან.

ორგანიზაცია KAFA-მ ამ ცრუ ქორწილის მეშვეობით ლიბანის მწვავე პრობლემა ძალიან მძაფრად წარმოაჩინა. ამ წარმოდგენით ორგანიზაციამ დაგმო ლიბანელი გოგონების ნაადრევ ასაკში ქორწინება, მით უფრო, მამაკაცებზე, რომლებიც გოგონებს მამად, ან პაპად ეკუთვნიან. KAFA-მ ამ წარმოდგენით გამოხატა სურვილი, დასრულდეს გოგონების ნაადრევ ასაკში იძულებით დაქორწინების პრაქტიკა.

12346620_437992256396165_846621772_n 12348304_437992253062832_1938455779_n   12355065_437992269729497_677719125_n 12355345_437992276396163_115801869_n 12358027_437992273062830_2070600698_n 12358322_437992259729498_1267382509_n 12358407_437992283062829_1196037378_n

FB კომენტარები

კომენტარი