თუ ცოლ–ქმარს ორი და მეტი შვილი ჰყავს, ერთი ავტომობილით ვერ გადაადგილდებიან? – ნათია მეზვრიშვილის პასუხი კითხვაზე

20952
SHARE

საქართველოში საგანგებო სიტუაციის პირობები გამკაცრდა. საკარანტინო სიტუაციაში ამოქმედდა შეზღუდვები, მათ შორის ის, რომ 3–ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, ასევე, არ შეიძლება ავტომობილით 3–ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

კითხვაზე – ოჯახში თუ 3–ზე მეტი წევრია, ის ერთი ავტომობილით ვერ გადაადგილდება? – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა ამ სიტუაციასაც ეხება და, მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მძღოლს დაეკისრება:

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ – ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში, 3–ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს, ეს კეთდება, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა საუბარი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი