“თუ ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმოო” – 2 წლის ანიტასთვის გაერთიანებული საქართველო და დედის ემოციური პოსტი

16239
SHARE

 ცოტა ხნის წინ 2 წლის ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად სრულიად საქართველო გაერთიანდა.
გოგონას, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 300 ათასი ევრო ჯდება.
პატარა ანიტას აპარატი უნდა ჩაუდგან, რომელიც გულს ხელოვნურად ამუშავებს.
ანიტას მშობლები საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდიან. დედა ერთ-ერთ მამაკაცზე წერს, რომელმაც მათ ანიტასთვის მისი გული შესთავაზა:
ეს ჩემი საქართველოა… ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო იცით ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმოო… ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია… ადამიანი თავის სიცოცხლეს გვთავაზობდა. ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, თავის ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს, თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის. მე ამ დროს არ მესმის რა გავაკეთო. ძალიან დაბნეული ვარ. ემოციებისგან გადავიწვი. შოკში ვარ. ვამაყობ, მიყვარხართ ახლა ვარ ქვეყანაში, სადაც გიჟად შემრაცხეს ექიმებმა და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი თვალებით ვხედავდი როგორ ჩავარდა კრუნჩხვაში ჩემი პატარა და ვყვიროდი საშველად. ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვარ და ამ დროს ვხედავ ჩემს ქვეყანას, უცხო ადამიანები ტირიან ჩემი შვილის გამო და აქ ის უკვირთ დედა რომ ყვირის. მართლა ყველაზე მაგარი ერი ვართ და არავინ შემეკამათოს”, – წერს ანიტას დედა მარიკო სადრაძე.

თითოეული თქვენგანის დახმარება და ჩარიცხული ძალიან მიზერული თანხაც კი ხსნა იქნება 2 წლის ანიტასთვის

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე
სხვა ქვეყნებიდან ან უცხოური ვალუტის ჩასარიცხად გადადით ამ ბმულზე:

https://www.gofundme.com/f/1tb5bg986o?fbclid=IwAR2ZRJgw9K3fK3dg3MHagRxkx_IY64v-FbJwKSc-91tZ5MJgYrAzx63jQ2A

❗️❗️❗️ ანგარიშის ნომერი დაკოპირებული იქნება კომენტარებში

#ანიტას ❤ სთვის ” ,- ნათქვამია სოცქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

FB კომენტარები

კომენტარი