თუ ქალი ტირის – რჩევები მამაკაცებისთვის

522
SHARE
  1. თავდაპირველად გაერკვიეთ, ვინ ტირის – თქვენი მეგობარი თუ სხვისი. თუ ქალს მეგობარი მამაკაცი უკვე ჰყავს, მაშინ მისი დამშვიდება სისულელეა. თუ არ ჰყავს პარტნიორი, მაშინ შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ. თუ ქალბატონი თქვენი მიახლოების შემდეგაც აგრძელებს ტირილს, მაშინ უკვე ბედნიერების ცრემლებს ღვრის, იცოდეთ.
  2. თუ თქვენი მეგობარი ქალი ტირის, მარტო არასდროს დატოვოთ. შესაძლოა, სხვამ იფიქროს, რომ პარტნიორი არ ჰყავს. მასთან მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. განზე გადექით ისე, რომ მისი ხმა არ გესმოდეთ, მაგრამ თვალი არ მოაშოროთ. ნუ, თუ სხვა გზას არ გიტოვებთ, შეგიძლიათ, ბინოკლიც გამოიყენოთ.
  3. არსებობს კითხვები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუსვათ მტირალ ქალს: „რა გინდა?“, „დამნაშავე ვინ არის?“ და „რა გავაკეთოთ?“ პირველი კითხვის პასუხი თქვენს საფულეზე მტკივნეულად აისახება, დანარჩენი ორის –  თავმოყვარეობაზე.
  4. ქალის ცრემლების საპასუხოდ არსად გაქცევა არ არის საჭირო, არც არავის გადარჩენა და, მით უმეტეს, დასჯა. დარწმუნებული იყავით, აუცილებლად აღმოჩნდება, რომ თქვენ იქ არ გაიქეცით, სადაც საჭირო იყო, იხსენით სხვა ადამიანი და დასაჯეთ უდანაშაულო.
  5. არ ღირს მტირალი ქალისთვის საჩუქრის ჩუქება. ეს ცუდი ჩვევაა. ჯობს, ცხვირსახოცების შეკვრა გაუწოდოთ. საჩუქარს თუ მხოლოდ მაშინ აჩუქებთ, როცა კარგ ხასიათზე იქნება, კარგ ხასიათზე ყოფნის სასარგებლო პირობითი რეფლექსი გამოუმუშავდება.
  6. თუ ამ ყველაფრის შემდეგ ქალი ისევ ტირის, ესე იგი, მას პირადად თქვენგან სჭირდება დამშვიდება. ახლა ნამდვილად მოგიწევთ, ბინოკლი გვერდზე გადადოთ და სევდიანი, დაინტერესებული მზერით მიუახლოვდეთ.
  7. არ არის აუცილებელი, ყველა მიზეზს ჩაეძიოთ. მთავარია, ხშირად თანაგრძნობით ამოიოხროთ და მოეფეროთ.
  8. გაუპარსავ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ყველა ქალის გულის მოგება ძალუძს. ასეთ შემთხვევაში მტირალი ქალბატონი თავის პრობლემებს უთუოდ დაივიწყებს და თქვენს დამშვიდებას შეეცდება.

აი, თუ კაცი ტირის…

  1. იყავით ტაქტიანი და არ შეიმჩნიოთ მისი შეკავებული ტირილი.
  2. თუ ძალიან შესამჩნევად ტირის, მხარზე ხელი თანაგრძნობით დაადეთ.
  3. თუ ის მაინც ტირის, პამპერსი შეუმოწმეთ და ძუძუ მიეცით.

წყარო: http://funtime.ge/

FB კომენტარები

კომენტარი