„თუ ფიქრობენ, რომ გეი ვარ, იფიქრონ” – რას ამბობს გიორგი გაბუნია მასსა და ნიკა გვარამიაზე აგორებულ ჭორებზე და აპირებს თუ არა თბილისის მერობას

407
SHARE

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ხშირად ამბობს, რომ ქართულ ტელესივრცეში საინფორმაციო გამოშვების წაყვანის განსხვავებული სტილი დაამკვიდრა. ეპატაჟური წამყვანი მალე მაყურებელს არა მხოლოდ პოლიტიკური შოუს ეთერში მოევლინება. მუსიკალური შოუ “იქს-ფაქტორის” ახალ სეზონში მას კვლავ მენტორად ვიხილავთ და მაყურებელს პირდება, რომ შოუს ამ სეზონზეც არ უღალატებს ცინიკურ კომენტარებს კონკურსანტებისადმი.

მოსინჯავს თუ არა ოდესმე ძალებს პოლიტიკაში და რას ფიქრობს ყბადაღებულ ჭორებზე მის ორიენტაციასთან დაკავშირებით – ამ და სხვა საკითხებზე გიორგი გაბუნიამ ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ისაუბრა.

– “მაესტროზე” მუშაობისას შეღებილი თმით დავდიოდი, ახლაც, დავდივარ საყურეებით, ვამბობ, რომ შეყვარებული არ ვყოფილვარ და არ მინდა ოჯახის შექმნა, მოკლედ, თვითონვე ვიძლევი ყველანაირ საბაბს ჭორებისთვის. მაგრამ, მე არასდროს ვცდილობ, ადამიანები გადავარწმუნო და ვუმტკიცო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიღაც ჩემს ადგილას ცოლს მოიყვანდა საზოგადოებისთვის საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად და სინამდვილეში, ასე უამრავი იქცევა. ძალიან სასაცილოა, როცა ცოლი იმიტომ მოჰყავთ, რომ კითხვები არ გაჩნდეს და ყველამ თქვას: უი, ეს ბიჭი არ ყოფილა გეი – აი, ცოლი ჰყავსო. მე ამას არ ვაპირებ. ცხოვრებაში სხვისთვის რამის დასამტკიცებლად არაფერს  გავაკეთებ. ადამიანი თავისუფალია, მე ისე ვიქცევი, როგორც მომწონს. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს და როგორც უნდათ, ისე შემაფასონ. თუ ფიქრობენ, რომ გეი ვარ, იფიქრონ.

გვარამიასთან მეგობრობის გამო, ბევრს ლაპარაკობენ, შენი “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ…
– სისულელეა, რომელსაც სერიოზულად განიხილავდნენ. რას აღარ იგონებენ ჩვენზე – გვარამია და გაბუნია ტყ…ნო, დადიოდა ჭორები. იმასაც ყვებოდნენ, რომ გვარამია რესტორანში სცემეს და მე მიხმარების ნაცვლად, კივილით გავიქეცი იქიდან. შემდეგ ამბობდნენ, გვარამია გაბუნიას დირექტორობისთვის ამზადებსო. მაგრამ მიხვდნენ, რომ გაბუნია დირექტორად არ გამოდგება და მოადგილეობაზე შეჩერდნენ (იცინის)… მოკლედ, აქ საზღვარი არ არსებობს და მე მეცინება, ამას რომ სეროზულად განიხილავენ.

– პოლიტიკიდან არც ისე შორს ხარ, არ გიფიქრია მისი ნაწილი გამხდარიყავი?
– ფიქრით არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ… სხვათა შორის, რადგან პროფესიით არქიტექტორი ვარ, სიამოვნებით ვიმუშავებდი თბილისის მერიაში. მერი რომ ვიყო, ეს ხომ უკვე პოლიტიკური თანამდებობაა?!

წუარო: ჟურნალი “თბილისელები”

FB კომენტარები

კომენტარი