თუ “სელფის” გადაღება გიყვართ, შესაძლოა, ექიმის დახმარება გჭირდებათ – აშშ-ის ფსიქიატრთა კვლევა

133
SHARE

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სურათს უღებენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, შესაძლოა, ექიმის დახმარება სჭირდებათ. აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციაციის კვლევის თანახმად, ამგვარი ქმედება ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს. ​ექიმებმა ამ ფენომენს უკვე სახელიც დაარქვეს და Selfitis ეწოდა.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, “სელფის” გადაღებით და სოციალურ ქსელში განთავსებით, ადამიანი საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის დანაკლისს და ურთიერთობის უკმარისობას ივსებს. ამგვარი ტიპის აშლილობა სამი ქვეტიპით განისაზღვრა: მოწესრიგებული სელფისტები – დღეში რამდენიმე სურათს იღებენ, თუმცა არ აქვეყნებენ; მწვავე სელფისტები – დღეში რამდენიმე გადაღებული სურათიდან ყველა მათგანს ასაჯაროებენ; ქრონიკული სელფისტები – გამუდმებით ორიენტირებულნი არიან საკუთარ თავს ფოტო გადაუღონ და უმეტესი მათგანი განათავსონ სოციალურ ქსელში, დღეში საშუალოდ 5-6 სურათი.
მეცნიერების აზრით, ასევე სერიოზული ფსიქიკური აშლილობაა, როდესაც ადამიანები ფიზიკური აქტივობის დროს გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ. მათი თქმით, ეს პიროვნების ნარცისისტულ ბუნებას უსვამს ხაზს.

FB კომენტარები

კომენტარი