“თუ დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს აბსოლუტურად ნინის დამსახურებაა” – ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიამ „რუსთავი 2“-ის შაბათ-კვირის დილის გადაცემაში უფროსი ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის შეახებ ისაუბრა. მან იმ დაავადებაზე გააკეთა აქცენტი, რომელსაც ებრძვის და აღნიშნა, რომ  ქალიშვილი ძალიან ეხმარება და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ცოცხალია:

“მიხარია, რომ ძალიან ბევრი ჩავდე მასში და მიხარია, რომ გააკეთა ის, რასაც ვითხოვდი. მე და ნინი ერთად ვიზრდებოდით. იმ პერიოდში სტინგის ფრანგულ სიმღერას ვუსმენდი ხოლმე. ნინი ჩემთან ერთად ხშირად იჯდა მანქანაში. ერთ მშვენიერ დღეს გავიხედე და აბსოლუტურად სწორად იმღერა ეს სიმღერა. დაუფიქრებლად გავიქეცი, გავაკეთე ფონოგრამა და იმ დროს თბილისში ერთადერთი ჯაზკლუბი იყო, სადაც დავდიოდით და ერთ მიყვანაზე ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ნინი ვამღეროთო. ამის შემდეგ ისე მოგვეწონა ყველას, ყოველ შაბათ-კვირას ნინი ხსნიდა ხოლმე ამ სიმღერით ჯაზკლუბში საღამოებს.

ინტერნეტში მეჩხუბებიან, როცა ნინიზე ვამბობ, ბავშვია-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სულ ბავშვია. ნინიზე რაც უნდა ვილაპარაკო, ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ნინისი, რომელიც მე მაცოცხლებს და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ თუ დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს აბსოლუტურად ნინის დამსახურებაა“.

https://www.facebook.com/watch/?v=622582241754132&extid=M5VGcnOJTZNU6KSf

კომენტარები

სხვა სიახლეები