თურქეთში “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა

163
SHARE

ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d’honneur).
კონცერტს დაესწრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

FB კომენტარები

კომენტარი