თურქეთის ქალაქში ჰაკერებმა დინამიკებში პორნოფილმის ხმა გაუშვეს (ვიდეო)

248
SHARE

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კასტამონუს მოსახლეობამ ქუჩაში განლაგებული დინამიკებიდან პორნოფილმის ხმები გაიგეს. ამის შესახებ “Hürriyet Daily News”-ი იუწყება. ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომხდარი მობილური ტელეფონით გადაიღო. ამის შემდეგ ქალაქის მერმა, კასტამონუს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და ამ ფაქტს „ამორალური პროვოკაცია“ უწოდა. მერის თქმით, ჰაკერები დინამიკების სიხშირეს დაუკავშირდნენ და პორნოფილმის ხმა გაუშვეს.
თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებს სხვა ვერსიაც აქვთ – მათ მიაჩნიათ, რომ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დინამიკებით ქალაქს რაიმე საფრთხის შესახებ ატყობინებენ, პორნოფილმს უყურებდნენ და მიკროფონის გამორთვა დაავიწყდათ.

FB კომენტარები

კომენტარი