თურქეთის პრეზიდენტი – მთვარეზე პირველები თურქები გაფრინდნენ

110
SHARE

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პირველი ადამიანი, რომელიც მთვარეზე დაეშვა, ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი კი არ იყო, არამედ – ოსმალეთის იმპერიის მოქალაქე. ამის შესახებ World News Daily Report-ი იუწყება.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მუსულმანმა მკვლევარებმა მთვარეს პროგრამა „აპოლონამდე“ 300 წლით ადრე მიაღწიეს და პირობა დადეს, რომ იმ კრატერში, სადაც დაეშვნენ, მეჩეთს ააგებდნენ. „თქვენ ყველამ იცით ცნობილი ავიატორის ლაგარი ხასან ჩელების – „ოსმალეთის ადამიანი-რაკეტას“ ისტორია, რომელმაც 1633 წელს პირველი პილოტირებული ფრენა განახორციელა. ორი წლის შემდეგ კი ის მთვარეზე გაფრენას შეეცადა და მას ეს გამოუვიდა“, – განაცხადა ერდოღანმა. ლაგარ ხასან ჩელების ისტორია მე-17 საუკუნეში არაბმა მოგზაურმა და ვაჭარმა მეჰმედ ზილიმ გამოიგონა. ამ წიგნში დაწერილი იყო, რომ ხასან ჩელებიმ საკუთრი ხელით ააწყო რაკეტა და მისი მეშვეობით რამდენიმე ასეული მეტრი გაიფრინა.
გასულ წელს თურქეთის პრეზიდენტმა უკვე გააოცა საერთაშორისო საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკა მუსულმანებმა აღმოაჩინეს, და არა ქრისტეფორე კოლუმბმა.

FB კომენტარები

კომენტარი