თორნიკე ჯგერნაიას პერფორმანსები – „კოლექცია 18+“ (ფოტოკოლაჟი)

99
SHARE

პერფორმერი თორნიკე ჯგერნაია საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით თავისი ცხოვრების შესახებ უამბობს.

„დიახ, მე ვარ თორნიკე ვარ და, დიახ, ჯგერნაია, აი ის წითელ პარასკევს რომ… მაგრამ გარდა ჩემი „სტიგმებისა“, მე ვცხოვრობ! მიხარია! მწყინს! ვსუნთქავ! ვტირი! მეცინება და ა.შ კიდევ, იცით, მე ხელოვანი ვარ და შემოქმედი „არტისტი“ და მაშინ, როდესაც თქვენ იძინებთ, მე ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯდები და დილამდე ვმუშაობ, უფრო სწორად, „ვშევმოქმედებ“, ვცდილობ, ჩემს სამკაულებში გადმოვცე ჩემი ცხოვრებისეული ემოციები, შემდეგ ამ ემოციებს ფიზიკური ფორმა მივცე რეალობაში „პერფორმანსის“ სახით და დამთვალიერებლამდე მივიტანო!
როდესაც თქვენ იღვიძებთ, მე ვიძინებ! იცით, რატომ? მე მიჭირს თქვენთან საერთო ვერბალური ენის გამოძებნა, და ამიტომ ერთ მშვენიერ დღესაც ჩემი გამოფენით გესაუბრებით… ემოციები ყოველთვის სხვადასხვაა, ამიტომ განსხვავებულია ჩემი შემოქმედებაც! ხელოვნებაში არ არსებობს კანონი, რომ ის იყოს მხოლოდ “ლამაზი ხედები და ლამაზი ყვავილები”. მე კონცეპტუალისტი ვარ, მეამბოხე სულიც მაქვს, ბევრი რამე არ მომწონს, და, ზოგადად, ვცდილობ, ჩემი ცხოვრებით, თუნდაც ერთი ნაბიჯით უკეთესი გახდეს ცხოვრება ამ სამყაროში… თუნდაც იმდენი წუთით… მაინც რამდენიც ჩემი პერფორმანსი გრძელდება, ღრმად დავაფიქრო ადამიანები სიკეთეზე, ბოროტებაზე, სიმახინჯეზე, სილამაზეზე და ასე შემდეგ… ეს კოლექციაც „18+“ მორიგი ფურცელია, სადაც ბევრ ფერში დამალული ბევრი პრობლემაა, თუმცა როდესაც „ყიდი უბიწოებას“, ბიწიერებაც მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ აპკქვეშ დამალულ „სულიერ სიმახინჯედ“ რჩება… ეს ჩემი სამყაროა! ჩემი აღქმული სამყარო! და ჩემი აღთქმული „შემოქმედება“, რომელიც შეგიძლიათ არ მიიღოთ! მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარს და ამ პერფორმანსის „18+“-ის მთავარ გმირს და კოლექციის წარმდგენს კესარია აბრამიძეს და განვმეორდები, რომ შეუდარებელია და ის ნამდვილად იყო კოლექციის ბოლო შტრიხი“,- წერს თორნიკე ჯგერნაია სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

Comments

comments