თმის უსწრაფესად გაზრდის უმარტივესი საშუალებები

1004
SHARE
  1. 1 ჭიქა ხახვის წვენს შეურიეთ 1 სადილის კოვზი თაფლი. კარგად მოურიეთ. შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ 15 წუთი და შამპუნით ჩამოიბანეთ.
  2. საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ კონიაკი (უნდა დაფაროს), მასა გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაწურეთ და თმაში შეიზილეთ; ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წესით.
  3. ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  4. 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში, 2 საათის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში.
  5. 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 კვერცხი. ნაზავს თმის ძირებში იზელენ და 20-25 წუთი აჩერებენ. შემდეგ კი ჩამოიბანენ.
  6. 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, გახსენით 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში, დაამატთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1 კვერცხის გული, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით, შეიფუთეთ თმები და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ ჩვეულებრივ შამპუნით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
  7. კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.
  8. კვერცხის გულს აურიეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 10 წვეთი ვიტამინი A-ს ზეთოვანი ხსნარი. ასევე 50 გრამი სპირტი. მირებული ნიღაბი თმის ძირებში შეიზილეთ. თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზედ ცხელი პირსახოცი შემოიხვიეთ. 40-50 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  9. დაჭყლიტეთ 1 ბანანი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით სუფთა, ტენიან თმაზე და 20 წუთს გაიჩერეთ.
  10. წვრილად დაჭერით საშუალო ზომის 4 ცალი ხახვი. დაასხით 1 ლიტრი წყალი და 10 წუთი ადუღეთ. გაააგრილეთ, გადაწურეთ და თავის დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ. იმისათვის, რომ თმაზე ხახვის სუნი არ დაგრჩეთ, ერთმანეთში გადაურიეთ ლიმონის წვენი და წყალი (თანაბარი რაოდენობით) და დაბანილ თმაზე შეისხურეთ.

FB კომენტარები

კომენტარი