თინა მახარაძე იმ მამაკაცის დასჯას ითხოვს, რომელმაც სვანეთში გაშიშვლებისთვის ბიჭს ბოდიში მოახდევინა

548
SHARE

სვანეთში გადაღებულ შიშველი ბიჭის ფოტოს, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში ბოდიში მოახდევინეს, მსახიობმა თინა მახარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”ის ბიჭი, რომელსაც “აღიარებითი ჩვენება” მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ”, – წერს მსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი