თინა მახარაძე: „დაჟინებით უნდათ ჩემთან კონტაქტი, ჯიქურ მომაჭრიან-ხოლმე“

67
SHARE

„ძალიან სასაცილო იქნება რომ ვთქვა, არა მე სკანდალური არ ვარ და ძალიან მოკრძალებული ცხოვრებით ვცხოვრობ-მეთქი“ – ამბობს თინა მახარაძე გადაცემაში Selfie და დღევანდელობასა და ბავშვობაზე გულახდილად საუბრობს.

თინა მახარაძე: დაჟინებით უნდათ ჩემთან კონტაქტი, ჯიქურ მომაჭრიან-ხოლმე. არის ასეთი შემთხვევაც, როცა რომელიმე ივენთზე ვდგავარ და მოდის ტიპი, რომელსაც არ ვიცნობ. მოდის და ასე მეუბნება: „ღმერთი, თინა ჭა“… (იცინის) აბსოლუტური სიულელე, ვერ ვხვდები ამ ტიპს რა უნდა…

ფბ-ზე რაც არ უნდა დავწერო, ეგრევე ხდება მითქმა -მოთქმის საგანი, ამგვარი კომენტარებით – „ეს საძაგელი გომბიო, საზიზღარი, არცხვენს ყველაფერს“… მეცინება ხოლმე სერიოზულად ვერც აღვიქვამ , როგორ გინდა ეს სერიოზულად აღიქვა?

უბრალოდ აზიზი გავხდი. ჩემს პირად სივრცეს ვწმენდ ყოველ ჯერზე და ვცდილობ რომ გაფილტვრა მოვახდინო, არავის ზედმეტად აღარ ვუშვებ.

მე ყოველთვის რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. არამც და არამც არაფრის დიდებით არ შევიზღუდავ ჩემს კეთილ ნებას, იქნება ეს სათქმელი თუ გასაკეთებელი.

ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, არავის არ ვიკარებდი, არავინ არ მიყვარდა. აღარ ვთამაშობდი დიდად ბავშვებთან, რთული ხასიათი მქონდა. რაღაც ქოხებს ვაშენებდი ჩემთვის. ვკითხულობდი ძირითადად ძალიან ბევრს და ვწერდი.

ჩემი ჩაკეტილი სივრცე მქონდა შექმნილი და საშინელი აგრესია მეწყებოდა როგორც კი ამ სივრცის ზღურბლს ვინმე გადმოლახავდა“.

წყარო: http://www.newposts.ge

FB კომენტარები

კომენტარი