თინა მახარაძე: ბლოგი რომ იყოს,კიდევ-ხო,მაგრამ ფეისბუქში კიდევ უფრო ცინგლიანი ჩანს ეს პოსტი

405
SHARE

მსახიობმა თინა მახარაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: ” აი,ჩვენ გვიყვარს გაზმორება ახალგაღვიძებულებს,ყავის თეთრი ფინჯნები,მინიმალისტურ პოსტერები,კრემისფერი ფარდების ფრიალი ღია ფანჯრებში გაზაფხულებზე,ლავანდა,ბუკინისტური მაღაზიები,ფორთოხალი,ხელის კრემი ნუშით,კომიქსები,ქონდარი და როზმარინი,გოდარი და კარტიე-ბრესონი,სოფელი და 9GAG,ფეხშიშველი სიარული ხის იატაკზე-ათასი ეგეთი მაიმუნობა და ყოველდღიური გაღიმებები.ხოდა როცა გინდა,ეს ყველაფერი გიხაროდეს და გიყვარდეს ეგეთი უანგარო,ბუნებრივი,მარტივი,ადამიანური სიყვარულით,ამ დროს,აქვე,ახლოს ასევე მარტივად,ყურანის,თორას,ბიბლიის,ა.შ. და ა.შ. ფრიალით ყელს ჭრიან ბავშვებს.და ვეღარაფერი გიხარია და გიყვარს და ზიხარ და არაფერი გაგანსხვავებს იმავე ხის იატაკისგან- ათასი გავლილი ტიპის ნაბიჯი რომ აბეჭდია ზედ,მაგრამ ხის იატაკია და ჩემს ფეხებს იზამს-ვერც მიმსვლელ-მომსვლელს აირიდებს და ვერც ნაფეხურებს მოიშორებს თავისით.აგრძელებს ჩვეულ ყოფას ესე-ხის იატაკურად. ბლოგი რომ იყოს,კიდევ-ხო,მაგრამ ფეისბუქში კიიიდევ უფრო ცინგლიანი ჩანს ეს პოსტი..
უბრალოდ იმის თქმა (კი არა და-გამეორება,ალბათ,უფრო) მინდოდა,რომ რელიგია,საკუთრების,ძალაუფლებისა და რჩეული ერის ბრიყვული,კაცთმოძულე,სასტიკი იდეა დედას უტყნავს ყველაფერს.ამოიღლიავებული გვყავს ეს ჩვენ-ჩვენი,ჩვენდა ჭირად გაჩენილი ღმერთები და მუცელში ვურტყამთ ერთმანეთს. ისააკ ბაბელის მოთხრობებს ვკითხულობდი იმ დღეს.ერთი ასე მთავრდება: “-მაპატიე,არინავ,შემინდე შენს ცოდვილ უფალს,რაც შენ დაგმართე -ვერ ეღირსები ჩემგან შენდობას,იესო ქრისტევ-ამბობს არინა,-ვერ ეღირსები.” “

FB კომენტარები

კომენტარი