თინა მახარაძე არის გოიმობის, პროვინციალიზმის და პერიფერიის სახეხატი

431
SHARE

ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი  სკანდალური  მსახიობის, თინა  მახარაძის და “ნაციონალური  მოძრაობის” შესახებ  ფეისბუქზე წერს.
“თინა მახარაძე არის გოიმობის, პროვინციალიზმის და პერიფერიის სახეხატი, მანიფესტია ჩვეულებრივი, სხვა ტიპის კრიტიკის ხაზი მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს.

რა არის პერიფერია, პერიფერია არის აზროვნების ის ფორმა რომელიც განუწყყვეტლივ ბაძავს ცენტრს. ქცევის ყველა პროტოკოლი ნაწარმოებია ცენტრიდან და თავისი კრიტიკული განსჯა სრულად დაკარგული აქვს. კოლონიური ტერიტორიაა.

რა არის უკიდერესი გოიმობა და პერიფერიული აზროვნება?

როცა მისაბაძი ცენტრიც კი არასწორად გაქვს არჩეული.

თინა არის მეორე ტიპის გოიმი.

თან ჰო სულ იმაზე ლაპარაკობს რო ბევრს ვკითხულობდი და მაგის მეტი არაფერი მიკეთებიაო. რურუას ფიგურაც რაღაც სახელებით და ჯაზმენებით და ჟიჟეკით ახსნა. აეეე და მერე გააპრავა ის ტერმინოლოგია იმიტო არ მოგწონთ რომ “ბოშყო”, “დალშე” და ეგეთებს ხმარობთო, ბოლოს კი ეს დაწერა;

“2012 წლამდე არც ერთს ვიცნობდი. ჩემთვის ვიჯექი, ბევრს ვკითხულობდი და ლიტერატურულ ქართულს ვიმკვიდრებდი ჩვეულებრივ სამეტყველო ენად.”

ცენტრი ლაპარაკობს არა თავის თავზე, არამედ უფრო ადამიანზე, როგორც სახეობაზე და პერიპერია კი ყოველთვის საკუთარ თავზე, უკიდერუსეი პერიფერია კიდე საკუთარ თავზე პირდაპირ ამბობს რო ძააან კაია

ამხელა რაღაცას რო თინაზე ვწერ ესეც კაი სირცხვილია მარა აი ვერ ვითმენ რა.

ბარემ რურუას და ნაციონალებსაც შევეხები, ნაცებიც ანალოგიურად, უგოიმესი ტიპები არიან, რომლებმაც 90-იანების მერე შეწყვიტეს კითხვა და გონიათ პერესტროიკის პერიოდის კრიტიკული აზროვნება დღევანდელ მსოფლიოში კიდე აქტუალურია.

არჩევნებს რაც შეეხება, განვმეორდები.

შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს, რომ ოცნებას არ მისცეთ ხმა, მაგრამ არცერთი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ნაცებს მისცეთ ხმა!” – წერს სულთანიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი