თინა კანდელაკმა 16 წლის შვილს 100 მილიონად შეფასებული პენტჰაუზი აჩუქა

2119
SHARE

თინა კანდელაკმა 16 წლის ვაჟს მოსკოვში პენტჰაუზი აჩუქა, რომლის ფასი 100 მილიონი რუბლია. წამყვანმა თავისი ბინა შვილზე გადააფორმა. ახალგაზრდა ბიჭი მფლობელი გახდა იმ ბინისა, რომლის ფართი 340 კვ. მეტრია და ის მოსკოვის ცენტრში მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, ეს ელიტური უძრავი ქონება კანდელაკმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიძინა, მაშინ, როდესაც ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე იყო დაქორწინებული.
როგორც მედიაში აცხადებენ, ამ ხელგაშვილი საჩუქრის მიზეზი, შესაძლოა, ვაჟის მიერ სამხედრო სასწავლებლის დამთავრებას უკავშირდებოდეს.
თავად კანდელაკი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ასევე უცნობია, შეძლებს თუ არა მისი შვილი სრულწლოვნებამდე ამ ქონების თავისუფლად გამოყენებას თუ პენტჰაუზი დედამ მომავალში გამოსაყენებლად აჩუქა.

Comments

comments