თინა კანდელაკმა „ლათინოამერიკული“ სხეული წარმოადგინა

274
SHARE

ქართული წარმოშობის რუსმა ტელევარსკვლავმა თინა კანდელაკმა, საკუთარ „ინსტაგრამზე” გამომწერებს სხეულის ფორმები გაუზიარა.
მან სპორტულ სამოსში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა და დაინტერესდა, ვის რა აზრი აქვს თანამედროვე მამაკაცების გემოვნებასთან დაკავშირებით.
„ქალების უმრავლესობას სურს, მოდელივით გამხდარი იყოს და ეს არასდროს ხდება საკმარისი, როგორც არ უნდა გახდე. მაგრამ დაკვირვება ცხადყოფს, რომ თანამედროვე მამაკაცებს ლათინოამერიკული ფორმები ურჩევნიათ.
არა/კი? როგორ ფორმებს ანიჭებთ თქვენ უპირატესობას?“
მისი გამომწერების ნაწილმა მოიწონა, თუ როგორ გამოიყურება წამყვანი, ზოგმაც კი, ის გააკრიტიკა, თუმცა დისკუსია წარმოდგენილ თემაზე, ფაქტია, რომ კანდელაკის „ინსტაგრამის“ გვერდზე კვლავაც მიმდინარეობს.

FB კომენტარები

კომენტარი