თინა კანდელაკი ნინო ქათამაძეზე – ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ – წინდაუხედაობაა

353
SHARE

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ტელეწამყვანი თინა კალდელაკი, ნინო ქათამაძის მიერ უკრაინული ტელეარხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ქათამაძემ “1+1”-ის ეთერში 8 სექტემბერს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, მას რუსი მსმენელი ძალიან უყვარს.
„განშორება ხანგრძლივი არ იყო. როგორც ჩანს, უკრაინელი და ქართველი მომღერლებისთვის მუსიკალური ბაზარი რუსეთშია. ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ – წინდაუხედაობაა“, – დაწერა კანდელაკმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი