თინა კანდელაკი ბრიუს უილისთან “არშემდგარ ხანგრძლივ” რომანზე ალაპარაკდა

187
SHARE

მოსკოვში გამართულ ფორუმზე Synergy Insight Forum, წამყვანმა და სელებრითმა თინა კანდელაკმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრიუს უილისთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც მაშინ შედგა, როდესაც კანდელაკი გადაცემა „ისტორია დეტალებში“ მუშაობდა. ტელევარსკვლავს ამერიკელ მსახიობთან ინტერვიუს გაკეთებას სთავაზობდნენ. კანდელაკის თქმით, უილისი თავად იყო ურთიერთობის ინიციატორი, თუმცა თავიდან კანდელაკს ეგონა, რომ ეს ვიღაცის ხუმრობა იყო.
„მისგან ყოველდღე მირეკავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ უილისი სადღაც მულტფილმს ახმოვანებს, სადღაც კურდღელს თამაშობს. მე და ჩემმა პროდიუსერმა გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობას ვიღებთ „პირველი არხის“ გადაცემა „როზიგრიში“,- იხსენებს კანდელაკი… და მაინც, ის შეხვედრას დათანხმდა.
„ვდგავარ, ველოდები, მოდის მანქანა, გადმოდის მამაკაცი. ვხედავ, რომ ნაგიევი არ არის. მოდის ჩემთან და მეუბნება-„”Hi, Tina. How are you?“ (გამარჯობა, თინა. როგორ ხარ?) და მე ვხვდები, რომ ეს ცოცხალი უილისია! და მან იცის, მე რა მქვია! შოკში ვიყავი!“-ამბობს კანდელაკი. მისი თქმით, ბრიუს უილისმა რუსეთის დედაქალაქში ორიოდე დღე დაჰყო, ხოლო როცა მიდიოდა, კიდევ დაპატიჟა ის შეხვედრაზე. „რამდენიმე დღეში ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ უილისს ჩემთან დამშვიდობება სურს. ისევ წავედი შეხვედრაზე. გამოვიდა ჩემთან და მითხრა,-„წამოდი ჩემთან ერთად!“ რა თქმა უნდა, არ წავყევი ამერიკაში. მე აქ ჩემი ცხოვრება მაქვს.“
კანდელაკის თქმით, ამ ისტორიის მოყოლით იმის ჩვენება სურდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად, ნეგატიური გამოცდილების წყალობით განვითარდა, მათ შორის, მსოფლიო დონის ვარსკვლავთან არშემდგარი რომანის წყალობითაც.
მართალია, კანდელაკმა საკმაოდ გულწრფელად აღწერა წუთიერი შეხვედრები ბრიუს უილისთან, თუმცა, უცნობი დარჩა იმ ორი დღის განმავლობაში რა განვითარება მოყვა მსოფლიო ვარსკვლავთან პაემანს და როგორ აღუძრა სექსუალურმა წამყვანმა უილისს ამერიკაში მისი წაყვანის სურვილი.

FB კომენტარები

კომენტარი