თიკა ჯამბურია ყოფილ ქმართან შერიგებას არ გამორიცხავს

99
SHARE

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ”ნანუკას შოუში” ყოფილ მეუღლესთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაშორების შემდეგ მასა და ბექა ხოფერიას ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მერე წყენამ გაიარა და ახლა მეგობრობენ, რაც ბევრს უკვირს და იმის განცდა ეუფლებათ, რომ ბოლოს ერთად იქნებიან. თავად თიკასაც აქვს ხოლმე ასეთი განცდა.
”მე და ბექამ ყველანაირი სიყვარული გამოვცადეთ, ბიჭისა და გოგოს სიყვარული, და-ძმური, მეგობრული, ახლა ვხუმრობთ ხოლმე, ბოლოს მაინც ერთად ვიქნებითო. ჯერ მართლა არ ვიცი რა იქნება, ბექას წინ ძალიან ბევრი საქმე აქვს. უბრალოდ არაფერს გამოვრიცხავ” – ამბობს მომღერალი.
ბექა ხოფერია უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვში სასწავლებლადაა წასული.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი