თვისებები, რომლებიც ურთიერთობას დასაწყისშივე ანადგურებენ

139
SHARE

1. გაწამებული ხართ წარსულის ურთიერთობებით
წარსულის განშორებამ შეიძლება დიდი ტკივილი დაგიტოვოთ გულში. დიდი დრო სჭირდება ამ გრძნობის დაძლევას, ზოგჯერ კი შეუძლებელიცაა. უნდა შეეცადოთ, ახალი ურთიერთობის დაწყებისას, წარსულის მოგონებები წარსულშივე დატოვოთ და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.
2. საკუთარი თავის დაბალი თვითშეფასება
სანამ სხვას შეიყვარებთ, შეიყვარეთ და დააფასეთ საკუთარი თავი. საკუთარი თავის დაბალმა თვითშეფასებამ შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ ურთიერთობაში. მოახდინეთ ფოკუსირება საკუთარ თავში და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.
3. შიში
თუ თქვენი ურთიერთობა ერთ საფეხურზეა გაჩერებული და არ არის წინსვლა, ეს შეიძლება საკუთარი შიშების ბრალი იყოს. შიში მომავლისა, როდესაც არ ხარ დარწმუნებული, რომ მომავალი საფეხურიც წარმატებულ იქნება.
4. უნდობლობა
ურთიერთობას ვერ ექნება გაგრძელება თუ არ არის ნდობა. ნდობამ შეიძლება ტკივილიც მოგაყენოთ, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი დასაწყისი გრძელვადიანი ურთიერთობისა.

FB კომენტარები

კომენტარი