თვითმფრინავმა მგზავრები გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაიყვანა

56
SHARE

“ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც მგზავრები ლონდონიდან დიუსელდორფში უნდა ჩაეყვანა, შეცდომით, შოტლანდიის მთავარი ქალაქის, ედინბურგის აეროპორტში ჩაფრინდა”, – იუწყება BBC. რეისს გერმანული კომპანია WDL-ი ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. შემთხვევის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებსა და დისპეჩერთა სამსახურებს დაურიგეს ლონდონის აეროპორტში. შეცდომა თვითმფრინავის შოტლანდიის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ აღმოაჩინეს. თვითმფრინავმა ედინბურგში ორ საათს დაჰყო, რის შემდეგაც დიუსელდორფში გაფრინდა. რამდენი მგზავრი იყო თვითმფრინავის ბორტზე, უცნობია.

FB კომენტარები

კომენტარი