“ძალიან მეშინია!” – თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ფეხბურთელმა მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა

80
SHARE

ბრიტანული საფეხბურთო კლუბის „კარდიფ სითი“-ს ახალმა მოთამაშემ ემილიანო სალამ ფრენის დროს მეგობარს აუდიო შეტყობინება გაუგზავნა. მასში ფეხბურთელმა აღიარა, რომ ძალიან ეშინია თვითმფრინავის ცუდი მდგომარეობის გამო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ეს თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
„თვითმფრინავში ვარ, რომელიც მეჩვენება, რომ მალე ნაკუწებად იქცევა და მე კარდიფში მივემგზავრები. თუ კი საათ-ნახევარში ჩემგან არაფერს მიიღებ, არ ვიცი, ვინმეს გამოაგზავნიან თუ არა ჩემს მოსაძებნად, რადგან მგონი ვერც ვერაფერს იპოვიან. როგორ მეშინია!“- ამბობს ფეხბურთელი აღნიშნულ ჩანაწერში, რომელსაც დასავლური პრესა ავრცელებს.
გამოცემა “Clarín”-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მამამ ჩანაწერის სინამდვილე დაადასტურა და შვილის ხმაც უკვე ამოიცნო.
ემილიანო სალა „კარდიფმა“ გუნდ „ნანტისგან“ რეკორდულ თანხად -15 მილიონ ევროდ იყიდა. 20 იანვარს, ის იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც რადარებიდან გაქრა და მას დღემდე ეძებენ. მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე ის დაუყოვნებლივ დაფრენას ითხოვდა. სამართალდამცველები ამ ბორტზე მყოფ ადამიანებს და თვითმფრინავის ნაწილებს ლა-მანშის არხში, ამ დრომდე, ეძებენ.

FB კომენტარები

კომენტარი