“თვალებიდან არ ამომდის, როგორ ეჯდა ადამიანს ვეფხვი ზედ… ვინ გასცემს დაღუპულის ცოლ-შვილს პასუხს?!”

87
SHARE

ჩვენი ჟურნალისტი სალომე გოგოხია, რომელიც კვლავ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება გვატყობინებს, რომ ადამიანი რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, გარდაიცვალა. დაღუპული 43 წლის მამაკაცია, რომელსაც “ლაგუნა ვერეს” უკან მდებარე ერთ-ერთი საწარმოს საწყობში შესვლისთანავე დაესხა მტაცებელი თავს.

ერთ-ერთი მუშა, რომელიც გარდაცვლილს ახლდა, მომხდარს ასე იხსენებს:
– ეს დღეები გასაგები მიზეზების გამო არ გვიმუშავია, დღეს გმოვედით სამუშაოდ. შევედით თუ არა საწყობის ტერიტორიაზე მოულოდნელად გადმოხტა რაღაც და წინ მიმავალს დაეცა, უცებ ვერც მივხვდი რა იყო… მე რომ წავსულიყავი წინ, მე გავხდებოდი ვეფხვის მსხვერპლი. გული მიკვდება, გონზე არ ვარ, ამას რას მოვესწარი. დახმარებას ითხოვდა, მაგრამ შიშველი ხელით რას გავაკეთებდით. დავრეკეთ სასწრაფოში, სამაშველო სამსახურში, სადღაც 10 წუთში მოვიდნენ, რატომ არ უნდა ყოფილიყო იმ ტერიტორიაზე ეს სამსახურები მობილიზებული?! რატომ ამბობდნენ, რომ მატცებლები გარეთ აღარ არიანო?! ან ეს ტერიტორია აქმდე არ უნდე შეემოწმებინათ?! – ვინ გასცემს დაღუპულის ცოლ-შვილს პასუხს?! თვალებიდან არ ამომდის, როგორ ეჯდა ადამიანს ვეფხვი ზედ…

ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გოელაური,

ქალაქის მერი დავით ნარმანია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, რომლის თქმითაც, ისინი ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, როდესაც განაცხადეს, რომ მტაცებლები ზოოპარაკი გარეთ აღარ იმყოფებოდნენ.
ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ვეფხვი ჯეჯერობით ისევ ცოცხალი და თავისუფალია, თუმცა გაისმა რამდენიმე გასროლა და სავარაუდოდ, მტაცებელი დაჭრეს.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge

FB კომენტარები

კომენტარი