თემურ უგულავას პირველი ცოლი, თეო ფერაძე 14-წლიან დუმილს არღვევს: ექვსი თვის ბავშვით ძუძუზე მიჯაჭვული დამტოვა და სხვასთან წავიდა

996
SHARE

ავტორი: თამარ გონგაძე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიზნესმენი თემურ უგულავა თავის მეორე ცოლს ბაია დავითაიას ოფიციალურად შორდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთად სამი წელია აღარ ცხოვრობენ, აქამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ბაიასა და თემურს ქონებრივი დავა აქვთ და ახლა გახმაურებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ბიზნესმენის პირველი ცოლიც საუბრობს, რომელიც აქამდე ასე საჯაროდ არ გამოჩენილა. თეა ყოფილ ქმარს მეორე ცოლთან ქონებრივი დავის მოგვარებაში გვერდში უდგას. ბაიას ერთ–ერთ ყვითელ პრესაში ეკითხებიან: ‘”ჰოლიდეი ინი” თემურმა გაჩუქათ, ასეა? – “ნამდვილად გახლავართ ამ სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი”, – პასუხობს ბაია.
თეასა და ბაიას გარდა ცნობილი ბიზნესმენის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, მათ შორის ცნობილებიც – მსახიობი ეკა ნიჟარაძე, დიზაინერი ეკა ბობოხიძე. ეკას უმცროსი ვაჟი ნოდარ უგულავა თემურის შვილია. ახლა კი ბიზნესმენის მეუღლე ნატალია ყანჩელი გახლავთ, გია ყანჩელის ქალიშვილი.
ამბობენ, რომ უგულავა ყოფილ ქალბატონებს ეკონომიკურად უზრუნველყოფილს ტოვებს და ზოგისთვის ბინას ყიდულობს, ზოგსაც ძვირად ღირებული მანქანით ანებივრებს. უგულავას ეკუთვნის კომპანია “აჭარაბეთი”, კაზინო “აჭარა”, სასტუმროები თბილისსა და საქარათველოს სხვადასხვა რეგიონებში… მისი სახელი და გვარი ყოველთვის ხვდება ქართველი მილიონერების სიაში.

ცოლები
მსახიობი ეკა ნიჟარაძე თემურ უგულავამ ჯაზკლუბში გაიცნო. მაშინ თეა პირველ შვილზე იყო ორსულად. ხოლო მეორე შვილი ექვი თვის იყო მეორე ქალი რომ გამოჩნდა თემურის ცხოვრებაში.

„მე სახლში დამტოვებდა, ჩამკოცნიდა, მუცელს დამიკოცნიდა და კლუბში მიდიდიოდა. ეგ და ეკა იქ დაეჯახნენ ერთმანეთს და დაიწყეს ურთიერთობა. ბავშვი რომ გავაჩინე, დედაჩემთნ ვცხოვრობდი, ქმრის მისამართით კი ყურადღება მოვადუნე. მე შვილზე, თემური საქმეზე იყო გადართული. კაზინოს შენება რომ დაიწყო, რამდენიმე თვე ეკასთან და მის შვილებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მე ეკა ნიჟარაძეზე არაფერი ვიცოდი. ფეხმძიმედ ვიყავი და რომ არ მენერვიულა, ყველამ დამიმალა ეს ამბავი. რომ მივხვდი, რომ თემურს საყვარელი ჰყავდა, დავშორდი. ნუცა უკვე ერთი თვის გვყავდა. რა არ გააკეთა, ვინ არ მომიგზავნა, რომ შევრიგებულიყავით. შევრიგდით, შანსი მივეცი. თავსაც ვაბრალებდი, უყურადღებოდ რომ დავტოვე, ყურადღება ვერ გადავანაწილე. სახლი ვიყიდეთ და გადავედით. აღმოჩნდა, რომ ეკა ორსულადაა. თემურს ძალიან შეეშინდა. ამას რომ არ ვაპატიებდი, იცოდა. მთელი თბილისი გააფრთხილა, ეს თეამ არ გაიგოს, თორემ აღარაფერი მიშველისო. ეკას და თემურის შვილი ნოდო უკვე ორი წლის ხდებოდა, როდესაც მე მისი არსებობის შესახებ გავიგე. ისინი ერთად აღარ იყვნენ უკვე. მე და თემურიც უკვე გაყრილები ვიყავით, ის ბაია დავითაიასთან იყო წასული. დეპრესიაშიც იმიტომ ჩავვარდი, რომ ორმაგი დარტყმა მივიღე, თურმე ტყუილში ვიცხოვრე, ერთად ვცხოვრობდით და ჩემგან მალულად ბავშვი არსებობდა კიდე. იქნებ რომ მცოდნოდა, უკეთესი ყოფილიყო. თემური ალალია. მალავდა, ვერ გაამხილა ამხელა რამ. ჩემთან ალალი იყო და რომელი ქალის ხელში როგორ გარდაიქმნა წლების მერე, ეგ აღარ ვიცი. ახლა ნოდოც ნიუ იორკშია, ერთად არიან და-ძმები. ეკასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ბაიამ კი მთელ თბილისს გააგებინა ჩემი საყვარელი თემურ უგულავააო. თემურს თავიდან გაორება სჭირდა, ხან იქ იყო, მასთან, ხან ჩემთან. მაგრამ იმ ქალმა იმდენი გააკეთა, რომ სახლი იყიდეს და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. თემური მოვიდა და პატიოსნად მითხრა, ვერ გაგიკეთებ სხვასთან ვიყო, მერე მოვიდე და შენთან დავიძინოო. მირჩევნია გითხრა, რომ სხვასთან მივდივარო. გავგიჟდი, მაგრამ არ ვარ ის ტიპი კაცი, რომელსაც ჩემგან წასვლა უნდა დავაკაო. მერე იყო ჩემი დეპრესია. მაგრამ გავძლიერდი. გაშორება და ტკივილი ჩემთვის უცხო რამ იყო, რადგან ოჯახში ვარდისფერი სათვალით გამზარდეს. ბაიამ და თემურმა ათი წელი გაატარეს ერთად. მესამე წელია გაყრილები არიან და ახლა გახმაურებული ქონებრივი დავა აქვთ. განქორწინებაზე შევიდა საქმე, მაგრამ ბაიამ მოსთხოვა – განქორწინება მოხდება მას შემდეგ, რაც მე მივიღებ შენი ქონების 50 პროცენტსო.

– ყოფილ მეუღლეს გვერდით უდგახართ?

– გვერდით ვუდგავარ. თემურის მტერი ჩემი მტერია. მტკივა და ვუდგავარ გვერდით. ყველა მის ყოფილ ქალთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ბაიასთან მას შემდეგ ვურთიერთობ, რაც გაიყარნენ. პატარაა თბილისი და ბევრი საერთო ახლობელი გვყავს, ამიტომ მათი ქონებრივი დავის შესახებ ყველაზე ბოლოს მე გავიგე. ბაიამაც დამიმალა.არადა, თითქმის ერთი წელია ეს პროცესი მიდის და ძალიან მწყინს.

– თქვენ ყოფილი ქმრისგან არაფერი მოგითხოვიათ?

-უთანხმოებების გვქონია, მაგრამ ის გვპატრონობს. რა მაქვს მოსათხოვი? პირადად მე, ყოფილ ცოლს არაფერს მაკლებს. იქ არის, მე თუ რაიმე მჭირდება. მით უმეტეს შვილები გზაზე დაყენებული ჰყავს და სხვასაც არაფერსა აკლებს.  ამდენი საქმე, ამდენი ცოლი და შვილი(ნუ ეს მისი არჩევანია)…მაგრამ მაინც გვერდში ვუდგავარ და ვუგებ.

წყარო: http://primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი