თეა წულუკიანი: ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში

124
SHARE

ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილწსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს. ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში. ამიტომ, ალბათ, ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. თუმცა, ყველანი აღზრდილები ვართ, მშობლები გვასწავლიან და ვიცით, რომ ბილწსიტყვაობა ცუდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

FB კომენტარები

კომენტარი